თურქული სერიალების მოყვარულებს ახალი ტრფობის ობიექტი ჰყავთ. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, პოპულარობით სარგებლობს სერიალი Emanet-ი, რომელსაც ჩვენთან შემდეგი სახელით, "სხვისი შვილი“, იცნობენ.
სერიალმა ახალბედა მსახიობი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თურქული კინოინდუსტრიის ახალ ვარსკვლავად აქცია. ის მთავარ გმირს, იამანს თამაშობს. ჰალილს სერიალში მიღებულმა როლმა ათასობით ფანი შემატა.
მომხიბვლელი მსახიობი 35 წლისაა და აღნიშნული სერიალი სამსახიობო კარიერაში მისი პირველი ნაბიჯია.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი მომღერალი, კომპოზიტორი, ფოტომოდელი და ფოტოგრაფია. მის შესახებ ამბობენ, რომ ბევრი სხვადასხვა ინტერესი აქვს, ყოველთვის ცდილობს, ისწავლოს რაღაც ახალი და ძალა სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯოს.
ის 1986 წელს, პირველ იანვარს, სტამბოლში დაიბადა. 2007 წელს თურქეთის საუკეთესო მამაკაცი მოდელის ტიტული მიიღო, რის შემდეგაც წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჩვენებაში. სოციალურ ქსელებში ჰალილის პოპულარობა 2009 წლიდან იწყება, როდესაც YouTube-არხზე თავისი სიმღერების გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა პოპულარობა მაშინ თურქეთის საზღვრებს არ გასცდენია.
მსახიობი დაქორწინებული არ არის და დადასტურებულად არც ისაა ცნობილი, ჰყავს თუ არა მას მეგობარი გოგონა. თურქული ყვითელი პრესა წერს, რომ ჰალილს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სერიალში მისსავე პარტნიორთან, სილა თურქოღლუსთან.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>