საშინელებათა ფილმების მოყვარულებო მოგროვდით, ხუთი ისეთი საშინელებათა ჟანრის ფილმი უნდა გაგიზიაროთ, რომ რამდენიმე ღამე მასზე ფიქრები არ მოგასვენებთ და თუ ამ ჟანრის დიდი მოყვარულები ხართ, მაშინ ამ ხუთეულიდან რომელიმე ნანახი აუცილებლად უნდა გქონდეთ.
ენერგია - The power
ბრიტანელი რეჟისორის ეს საშინელებათა ჟანრის ფილმი 1973 წლის ამბებს გვიყვება, ახალგაზრდა ექთანი ქალი იძულებულია ღამის ცვლაში იმუშაოს საავადმყოფოში, სადაც მაღაროელები ელექტროენერგიას გათიშავენ. საავადმყოფოს კედლები საიდუმლოებს ინახავს, ექთანი კი გადარჩენას ცდილობს.
ჟანგბადი - Oxygen
ერთ დღეს ქალი კუბოში იღვიძებს და ვერ ხვდება როგორ მოხვდა იქ. ქალი ცდილობს გამოსავალი მოძებნოს, ჟანგბადი დაზოგოს და ამ ადგილიდან გამოაღწიოს. ქალი იბრძვის მანამდე, სანამ ჟანგბადი ეყოფა.
ნანახი და გაგონილი ამბები - Things heard & seen
საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც ყველამ ამ ჟანრის მოყვარულებმა უნდა ნახოს. მანჰეტენელი მხარვარი ოჯახთან ერთად სოფელში გადადის საცხოვრებლად. ახალი ცხოვრების დასაწყებად მზადაა, თუმცა ეჭვები იპყრობს, ის ქორწინებას, სახლს და ოჯახის წევრებს ეჭვის თვალით უყურებს, ფილმი გადაღებულია ელიზაბეტ ბრანდეიჯის წიგნის მიხედვით.
წყევლა : ეს ეშმაკმა მაიძულა - The conjuring : the devil made me do it
წყევლას მოყვარულებო ახალი ნაწილი გელოდებათ. ფილმი პატარა ბიჭუნას ტანჯულ ცხოვრებაზეა, რომელიც ცდილობს სულის გადარჩენისთვის იბრძოლოს და მასში ჩასახლებული ეშმაკი განდევნოს ისე რომ არავინ დააიანოს. თუმცა ეს რთული მოგზაურობა ბიჭს ძვირად დაუჯდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიჭუნა ცდილობს დაამტკიცოს, რომ მკვლელობა მისი ბრალი არ იყო.
სამუდამო განსაწმენდელი - The forever purge
ეს ამერიკული საშინელებათა ფილმი, მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების მოყვარულებს მოგეწონებათ. კანონისა და წესების დამრღვევი სექტა ყოველწლიური საშინელი რიტუალის გაგრძელებისთვის და უსასრულოდ წარმართვისთვის იბრძვის.