კინო

„თითქოს ადამიანებს სურთ, თავს ცუდად ვგრძნობდეთ... მე ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი მაქვს? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ - რატომ აკრიტიკებენ სარა ჯესიკა პარკერს გარეგნობის გამო

„თითქოს ადამიანებს სურთ, თავს ცუდად ვგრძნობდეთ... მე ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი მაქვს? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ - რატომ აკრიტიკებენ სარა ჯესიკა პარკერს გარეგნობის გამო
საკულტო სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ კომენტარებს პასუხობს. საზოგადოება აქტიურად განიხილავს, რომ სარას ასაკი ძალიან ეტყობა და მის სახეზე სულ უფრო მეტი ნაოჭი ჩნდება. 2021 წლის Vogue-ის ყდის ვარსკვლავი ამავე გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს და ეხმაურება იმ ნეგატიურ განცხადებებს, რომლებიც „სექსი დიდ ქალაქშის“ მორიგი სეზონის დაანონსებას ახლდა თან:

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანებს სურთ, თავს ცუდად ვგრძნობდეთ ასაკის მატების, ნაოჭების გაჩენისა და დაბერების გამო. თითქოს მათ არ სიამოვნებთ, რომ
ჩვენ დაბერების ბუნებრივი პროცესი ავირჩიეთ და არ ვცდილობთ, ვიყოთ სრულყოფილები. ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, ვინც ვართ. მე ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი მაქვს? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ - ამბობს ის.



სარა ჯესიკა პარკერმა ინტერვიუს ნაწილი მეგობარზე, უილ გარსონზე საუბარსაც დაუთმო, რომელიც სექტემბერში, 67 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

„ვიცი, რომ მივეჩვევი ამ ახალ მოცემულობას, თუმცა ეს ჭრილობა ბოლომდე ალბათ არასდროს შეხორცდება. ეს დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი ურთიერთობა ძალიან მომენატრება“ - აღნიშნა სარა ჯესიკა პარკერმა.



პარკერმა არაერთ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ის ყველას მაინც მომხიბვლელ ნიუიორკელ მწერლად, კერი ბრედშოუდ დაამახსოვრდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93