კინო

სიმპათიური თურქი მამაკაცების არმია: ჰანდე ერჩელის პირადი ურთიერთობები და რვა შეყვარებული

სიმპათიური თურქი მამაკაცების არმია: ჰანდე ერჩელის პირადი ურთიერთობები და რვა შეყვარებული
თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელის პირადი ცხოვრების ირგვლივ გამუდმებით ისმის კითხვები. გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის ჰანდე დღეს 28 წლის გახდა, ამ წლების მანძილზე კი მას არაერთი ლამაზი და გიჟური რომანი ჰქონია.

ექირ მერთ დეიმაზი

ჰანდეს პირველი და ძალიან მოკლე რომანი იყო მსახიობ ექინ მერთ დეიმაზთან. ექინი სერიალში "მარწყვის სუნი" თამაშობდა და მოდელად მუშაობაც კი მოახერხა! ექინი პოდიუმიდან ტელენოველებში მოხვდა და, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ჰანდეს გულშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, წყვილი არ ავრცელებს დაშორების
მიზეზს და ასევე ურთიერთობის დეტალებს. ერთ დღეს ყველა ერთობლივი ფოტო გაქრა სოციალური ქსელებიდან, შემდეგ კი ჰანდემ და ექინმა ინსტაგრამზე გააუქმეს ერთმანეთის გამოწერაც. ასე მიხვდნენ თაყვანისმცემლები, რომ წყვილი ერთად აღარ იყო.



მეჰმედ დინჩელერი
რამდენიმე თვის შემდეგ, ჰანდემ ექინის საუკეთესო მეგობართან, მეჰმედ დინჩერლერთან შეხვედრა დაიწყო. მათი მეგობრობა, ალბათ, მაშინვე დასრულდა და, მასთან ერთად, ეს ურთიერთობაც. წყვილი ერთად ძალიან ცოტახანს იყო, ექირთ დეიმაზის გულშემატკივრები კი ამ ამბავმა გაახარა.



თოლგა სარითაში

ეს არის ურთიერთობა, რომლის უარყოფასაც მთელი ძალით ცდილობდა ჰანდე. ექირ დეიმაზთან და მის მეგობართან წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ, მსახიობმა დაიწყო შეხვედრა მუსიკოსთან, რომელიც "Daughters Gunesh" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ჰანდეს და თოლგას ძალიან მცირე ასაკობრივი სხვაობა ჰქონდათ და მის პროფილზე გამოსახული პროვოკაციული წარწერებით ფოტოები იმაზე მეტყველებდა, რომ მსახიობებს სასიყვარულო რომანი ჰქონდათ. წარმოიშვა საინტერესო სიტუაციებიც: წყვილი არაერთხელ ნახეს ხელჩაკიდებული ახლო მეგობრების გარემოცვაში. მათ ასევე ჰქონდათ საკმაოდ ბევრი ერთობლივი ფოტო. მაგრამ 2016 წელს სიყვარული (თუ ეს იყო, რა თქმა უნდა) დასრულდა, თოლგამ კი მალევე ახალი შეყვარებული გაიჩინა.



ბურაქ სერდარ შანალი

მშვენიერი ჰანდეს ეს რომანი უფრო გომოგონილია, ვიდრე რეალური, ჭორები კი იმ სკანდალური ფოტოების ბრალია, რომლებშიც წყვილი ერთმანეთს ეხუტება და კოცნის. ამ ყველაფერმა დიდი გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან მალევე ბურაქი სხვა მსახიობზე დაინიშნა. არც ბურაქი და არც ჰანდე ამ ყველაფერზე ხმამაღლა არ საუბრობენ.



ბურაქ დენიზი
კიდევ ერთი პარტნიორი გადასაღებ მოედანზე და ისევ გამოგონილი (ან რეალური) რომანი. ჰანდე ერჩელი ყოველთვის იყო ცნობილი კოლეგებთან სასიყვარულო რომანებით. ჰანდეს პარტნიორი სერიალში „სიყვარულს სიტყვების არ ესმის“ ბურაქ დენიზი იყო, მათ შესახებ ჭორები კი მალევე გავრცელდა. ჰანდეს თქმით, მას ბურაქთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა წყვილი თავისუფალ დროს ერთად ხშირად ატარებდა და მათი საერთო ფოტოები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა.



მურათ დალკილიჩი

და უკვე 2018 წელს ჰანდე ერჩელმა რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო ძალიან პოპულარულ თურქ პოპ მომღერალ მურატ დალკილიჩთან. ერთი წლით ადრე მურატს რთული და მტკივნეული განქორწინება ჰქონდა მსახიობ მერვე ბოლუგურთან. გოგონას თაყვანისცემის ახალი ობიექტი მასზე 10 წლით უფროსი აღმოჩნდა. ამ ურთიერთობაში ჰანდე ერჩელმა გადაწყვიტა ემოქმედა პრინციპით "ბედნიერებას უყვარს სიჩუმე", სიჩუმე არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

წყვილი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს და ყველას ეჩვენებოდა, რომ მათი რომანი აუცილებლად ქორწილით დამთავრდებოდა. ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში გავრცელდა ჭორები, რომ მურათმა ჰანდეს ცოლობა სთხოვა, მაგრამ ზაფხულში თავის ინსტაგრამზე ჰანდემ გამოაცხადა, რომ მურატთან ურთიერთობა სამუდამოდ დასრულდა დაშორების პირველი მიზეზი ის იყო, რომ მომღერალმა ჰანდე მოატყუა. მეორე - ქერემ ბიურსინთან შეხვედრამ აიძულა ჰანდე შეყვარებულს დაშორებოდა. მესამე კი გოგონას დედის მძიმე ავადმყოფობას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ მურატი დიდად არ უჭერდა მხარს მსახიობს ამ რთულ პერიოდში.



მურატ აკდოგანი

თავად ჰანდემ უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა ჟურნალისტი მეჰმედ უსტუნდაგი ამბობს, რომ ცნობილი მსახიობის საიდუმლო რომანის შესახებ სანდო წყაროებიდან შეიტყო. მის ამბებში ხაზგასმული იყო ის, რომ ახალგაზრდა თურქ ოლიგარქსლ მურატ აკდოგანს, ოჯახმა აუკრძალა ჰანდესთან ურთიერთობის გაგრძელება.



ქერემ ბურსინი

ახალი ტელენოველის პირველივე ეპიზოდებიდან გამოიკვეთა ქიმია გმირებს, ჰანდე ერჩელსა და ქერემ ბურსინს შორის. ეკრანზე სიყვარული ზედმეტად რეალური აღმოჩნდა, ამიტომ თაყვანისმცემლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მსახიობებს "სამსახურებრივი რომანი" ჰქონდათ, თუმცა ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები იყვნენ და ორივე პროფესიონალები თავიანთ სფეროში. დიახ, ისინი ნამდვილად არ ფლობენ პროფესიონალიზმს თაყვანისმცემლების მოტყუების ხელოვნებაში - ისინი ოფიციალურად ერთად არიან!



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93