თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ 2022 წელი ვეფხვის წელია. ამ ძლიერ და მოხდენილ ცხოველს უყვარს სიმარტივე, სიმშვიდე და დახვეწილობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ იდეებს, როგორც უნდა გააფორმოთ სადად და ლამაზად სახლი პოპულარული სერიალის „დააკაკუნე ჩემს კარზე“ მიხედვით“. სადღესასწაულო დეკორის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ვეფხვს, ისევე როგორც სერიალის მთავარ გმირს სერკან ბოლატს, უყვარს მშვიდი, ცივი ტონები. ბინის დეკორაცია და საახალწლო სუფრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაზეც საახალწლოდ უნდა იზრუნოთ, რადგან შექმნათ სადღესასწაულო გნაწყობა და ახალ წელსაც სათანადოდ დახვდეთ.
1. ფერები
სერკან ბოლატი და ედა ილდიზი დიზაინერები არიან, ამიტომ მათ ზუსტად იციან როგორ გააფორმონ ბინა საახალწლოდ. ამავდროულად, წყვილს უყვარს კომფორტი და სიმყუდროვე. ამ მიზეზით, მისაღები ოთახში ფერის არჩევისას, სერკანი და ედა თეთრი-წითელის, ვერცხლისფერი-თეთრის ან ჟოლოსფერის, მწვანესა და ოქროსფერი ფერების კომბინაციაზე გააკეთებდნენ.
მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ პალიტრას, შეეცადეთ, მიჰყვეთ მას ყველაზე პატარა დეტალებშიც კი. ბალიშები, სათამაშოები, გირლანდები, სანთლები, დანა-ჩანგალი და ბევრი სხვა რამ უნდა იყოს შერჩეულ სწორედ ამ ფერებში, რათა ყველაფერი ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს.
2. დეკორი
ედას ძალიან უყვარს ბუნება, ამიტომ საახალწლოდ არასტანდარტული დეკორაციების არჩევისას, აუცილებლად შეჩერდებოდა ბუნებრივ გირჩებზე, ხის ტოტებზე, ფიჭვის წიწვებზე ან გამოიყენებდა ხილის, მაგალითად, ფორთოხალს, რომლისგანაც არაერთი დეკორაციის შექმნა შეიძლება. უფრო მეტიც, ასეთი დეკორაციები სახლს მატებს სიმყუდროვეს და ანიჭებს ბუნებასთან ერთიანობის განცდას.
3. ნაძვის ხე
ნაძვის ხე საახალწლო დეკორის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ოთახი ძალიან პატარაა სრულფასოვანი სადღესასწაულო ხისთვის, ან უბრალოდ არ გვინდა ყოველ წელს ერთი და იგივე ნაძვის ხეს ვუყუროთ. ასეთ დროს, სერკანი, თავისი ფანტაზიით, დეკორატიულ ნაძვის ხეს შექმნიდა. ეს არის კედლის პანელი. მის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი: გირლანდი, სათამაშოები, დეკორატიული სტიკერები ან ნებისმიერი სხვა ელემენტი, რომელიც შეიძლება კედელზე დამაგრდეს
4. საახალწლო ლენტები
ლენტები ყოველთვის ერთიან და შეკრულ იერს ანიჭებს საახლწლო დეკორაციებს. შეგიძლიათ მათზე დაკიდოთ ნაძვის ხის სათამაშოები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარდების გასაფორმებლად. გარდა ამისა, თუ გსურთ საჩუქრის გაკეთება ედას სტილში, მაშინ ის აუცილებლად უნდა შეიფუთოთ სასაჩუქრე ქაღალდში და გააფორმოთ იგივე ლენტით. იმისთვის, რომ საჩუქრები კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდეს, გამოიყენეთ ის ფერები, რომლებითაც უკვე გააფორმეთ თქვენი ბინა.
5. საშობაო ბალიშები
გარდა ჩვეულებრივი დეკორაციებისა, არის ბალიშებიც, რომლებითაც შეგიძლიათ თქვენი ბინა დაამშვენოთ. საახალწლო თემატური ნიმუშები ან ელეგანტური მბზინავი ქსოვილისგან დამზადებული დეკორატიული ბალიშები ხაზს უსვამს სადღესასწაულო თემას. შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი ან თავად გააკეთოთ. აამუშავეთ ფანტაზია და ნახავთ, რომ ამ გზით ნმადვილად შეძლებთ დღესასწაულის გალამაზებას.
6. გირლანდები
რა არის ახალი წელია სადღესასწაულო განათების გარეშე?! გირლანდების გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ ნაძვის ხის გასაფორმებლად, მათგან შეგიძლიათ გააკეთოთ დეკორატიული კედლის პანელი, მანათობელი წარწერა, ფანჯრის ფარდები, განათება ავეჯისთვის და მრავალი სხვა.
7. ბუხარი
თუ თქვენს სახლს აქვს ნამდვილი ბუხარი, მაშინ ძალიან გაგიმართლათ - ის შეიძლება გახდეს საახალწლო დეკორაციის მთავარი ელემენტი. თუ ნამდვილი ბუხარი არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ მისი ელექტრო ვერსია, მორთპთ ის საახალწლო წინდებით, დაალაგოთ მის გარშეო საჩუქრები და ლამაზი ფიგურები, თუმცა ეცადეთ, ზედმეტი არ მოგვიიდეთ და შეინარჩუნოთ მინიმალიზმი.
8. საახალწლო სურნელი
თუ თქვენ ცოცხალ ნაძვის ხეს ანიჭებთ უპირატესობას, ეს დეკორაციის ძალიან ლამაზი ელემენტია. როცა მისაღებში ცოცხალი ნაძვია, ოთახში წიწვების სასიამოვნო არომატი გარანტირებულია, მაგრამ თუ ხე ხელოვნურია, მაშინ არსებობს რამდენიმე გზა, რომ ამ შედეგს მიაღწიოთ. გამოიყენეთ ფიჭვის სურნელოვანი არომატული ზეთები. სხვათა შორის, ნაძვისა და ფიჭვის არომატის გარდა, საახალწლო ინტერიერს შოკოლადის, დარიჩინის და ციტრუსის სუნიც უხდება, რომლის გამოყენებაც ედას ძალიან უყვარდა სერკანის დასამშვიდებლად.
9. თოვლი
ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის გარეშე, ამიტომ, თუ ინტერიერში შეიტანთ ტოვლიან დეტალებს, ამით ახალი წლის განწყობას კიდევ უფრო გააძლიერებთ. ცხადია, ნამდვილი თოვლის შეტანა სახლში წარუმატებელი იქნება, გამოიყენეთ ხელოვნური თოვლი, მორთეთ მისი გამოყენებით ნაძვის ხე, ფანჯრის რაფები და ნახავთ, რომ ეს დეტალი ნამდვილად დიდ მოწონებად დაიმსახურებს.
10. საახალწლო პოსტერები
თუ გსურთ ყველასგან გამოირჩეოდეთ, მაშინ პოსტერები თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. საახალწლო თემის რეტრო პოსტერები შექმნის დაუვიწყარ სადღესასწაულო ატმოსფეროს და, სხვათა შორის, მათი შექმნა საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. დაიხმარეთ მეგობრები, ოჯახის წევრები, აამუშავეთ ფანტაზია და შესძინეთ ახალ წელს განსაკუთრებული ელფერი.