კინო

სასურველი ორსულობა: როდის აპირებს ჰანდე ერჩელი კერემ ბურსინისგან შვილის გაჩენას?

სასურველი ორსულობა: როდის აპირებს ჰანდე ერჩელი კერემ ბურსინისგან შვილის გაჩენას?
სულ რაღაც ორიოდე დღის წინ თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი 28 წლის გახდა და თაყვანისმცემლებმა მაშინვე გადაწყვიტეს შეეხსენებინათ, რომ დრო სწრაფად გადის. სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი დაიწერა ოჯახის შექმნის მოწოდებით. ამ კომენტარებზე ორივე მსახიობმა გაჩუმება არჩია.



წყვილის თაყვანისმცემლები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ჰანდემ დისშვილთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო. ბევრი წერდა, რომ ის მშვენივრად გამოიყურება ბავშვთან ერთად და დროა, საკუთარ შვილზეც იფიქროს. თაყვანისმცემლების მოსაზრებები, რომ ჰანდე ერჩელი შესანიშნავი დედა იქნება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ თავად ჰანდე
ჯერ არ არის მზად ასეთი ნაბიჯისთვის.



ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, ჰანდეს წარსული ურთიერთობა სწორედ ამ მიზეზით დასრულდა. მსახიობის მურატ დალკილიჩთან დაშორების დროს თურქული მედია წერდა, რომ ჰანდე ერჩელს ოჯახის შექმნა არ სურდა და წყვილი სწორედ ამიტომ დაშორდა. როგორც ჰანდე და მისი ახლანდელი პარტნიორი არაერთ ინტერვიუში ამბობენ, მათთვის ახლა მთავარი კარიერაა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში გამოთქვამენ იმედს, რომ მათთვის პრიორიტებები მალე შეიცვლება და მსახიობები გულშემატკივრებს მალე გაახარებენ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
სიმართლე.
მეტად საჭირო და საინტერესო საკიტთხი, მხოლოდ ქართველებისთვის.
22:22 / 14-12-2021
გამოხმაურება / 0 /
ნოსტრა დამუსი
ვფიქრობ,რომ ასეთ ნიშვნელოვან საკითხზე უპრიანი იქნებოდა, კომპეტენტური აზრი ეკითხათ ცაგარელისთვის.
21:06 / 03-12-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93