Netflix-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც რიდ ჰასტინგზის და მარკ რენდოლფის მიერ 1997 წელს დაარსდა. 2013 წელს „ნეტფლიქსს“ კინოსა და სერიალის წარმოების ფილიალები დაემატა. იგი პოპულარული პლატფორმაა, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო სერიალი თუ ფილმი ქვეყნდება. მას მსოფლიო მასშტაბით 103,95 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. „ნეტფლიქსმა“ არაერთი საინტერესო სერიალი გამოუშვა. მათ შორისაა: Elite, Squid game, The Queen’s Gambet, La Casa De Papel.
Elite - "ელიტა" ესპანური სერიალია, რომელიც შეიქმნა „ნეტფლიქსისთვის“ კარლოს მონტეროსა და დარიო მადრონას მიერ. სერიალი ეხება მდიდარ ოჯახებსა და მათი შვილების სოციუმში ადაპტაციის საკითხს. მასში გადმოცემულია თანამედროვე თინეიჯერების პრობლემები. სამი საშუალო ფენის წარმომადგენელი თინეიჯერი შედის სკოლაში. ისინი უპირისპირდებიან მდიდარი კლასის სტუდენტებს, ეს დაპირისპირება კი მკვლელობამდე მიდის.
Squid Game - "კალმარის თამაში" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომლის სიუჟეტი ვითარდება 456 მოთამაშის გარშემო. ყველა მათგანი არის ფინანსურად ძალიან სუსტი და რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ფულის გამო. სერიალის ყოველი სერია არის ახალი თამაში, ხოლო ისინი, ვინც ვერ გადალახავს ტურს, ეთიშებიან თამაშს - თამაშის მენტორები ხოცავენ მათ.
La Casa De Papel - რაც შეეხება "ქაღალდის სახლს", მან პირველად მაყურებლის გული 2017 წელს მოიგო. ის არის ესპანური სერიალი, შექმნილი ალექს პინას მიერ. სიუჟეტი თავდაპირველად ვითარდება ესპანეთის ეროვნულ ბანკში, სადაც იპარებიან ქურდები. მათი მიზანია, მოიპოვონ რაც შეიძლება ბევრი ფული. სეზონების მიხედვით მათი მოქმედების ადგილიც იცვლება. დამყაჩაღებლებს ჰყავთ მთავარი ორგანიზატორი - პროფესორი, რომელიც აწვდის ყველანაირ ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ და ადგენს ახალ და საინტერესო გეგმებს, თუ როგორ განახორციელონ ქურდობა.
The Queen’s Gambit - "ლაზიერის გამბიტი" არის ამერიკული სერიალი, რომელიც ეფუძნება უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანს. სერიალი "ნეტფლიქსისთვის" შექმნეს სკოტ ფრენკმა და ელენ სკოტმა. სერიალი ვითარდება Beth harmon-ის ირგვლივ, რომლის როლსაც ასრულებს Anya Taylor-Joy, რომელიც ნარკოზემოქმედების ქვეშ საჭადრაკო სამყაროს მოწინავე ფიგურა ხდება. "ლაზიერის გამბიტი" ოთხ კვირაში იქცა "ნეტფლიქსის" ყველაზე ნახვად სერიალად.
You - "შენ“ არის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ეყრდნობა Caroline Kepnes-ის წიგნებს. სერიალის პირველი ნაწილის პრემიერა 2018 წლის სექტემბერში შედგა, მესამე სეზონი კი 2021 წლის 15 ოქტომბერს გამოვიდა. ფილმი მოგვითხრობს მთავარი გმირის, ჯოსა და მისი ინტერესების შესახებ და წარმოადგენს იდეალიზებული სიყვარულის საუკეთესო ნიმუშს. You ერთ-ერთი მოთხოვნადი და ყურებადი სერიალია Netflix-ზე.
ავტორი: ია რომანაძე