1990 წელს, ზუსტად 31 წლის წინ, აშშ-ში საშობაო კომედია „მარტო სახლში“ (Home Alone) გამოვიდა. ალბათ ფილმის რეჟისორი და მსახიობები მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ „მარტო სახლში“ ასეთი წარმატებული იქნებოდა და 3 ათეული წლის გასვლის შემდეგაც ყველა თაობის საყვარელი საშობაო ფილმი გახდებოდა.
ალბათ, ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე არაერთი თქვენგანი გეგმავს კიდევ ერთხელ უყუროს თუ როგორ უმკლავდება 8 წლის კევინი ბოროტმოქმედებს. იქამდე კი გთავაზობთ ნახოთ თუ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ცნობილი საშობაო ფილმის მსახიობები დღეს, ფილმის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ.
ჯო პეში (მძარცველი ჰარი)
ჯო პეშმა ბოლო 30 წლის განმავლობაში 16 ფილმში ითამაშა და Goodfellas-ში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარიც კი მიიღო.
დანიელ სტერნი (მძარცველი მარვი)
„მარტო სახლში“ შესრულებული როლის შემდეგ მძარცველი ჰარი ისეთ ცნობილ მულტიპლიკაციურ ფილმებს ახმოვანებდა, როგორებიცაა The Simpsons, Family Guy და Hey Arnold!. ამასთან, მსახიობი უკვე წლების ბრინჯაოს ფიგურებს ამზადებს.
განაგრძეთ კითხვა