ყველა ცნობილი მსახიობი კარიერას საკულტო ფილმებით როდი იწყებს, როგორც ეს ჯეიკ ჯილენხოლის შემთხვევაში მოხდა. მათ ნაწილს დიდ კინოში მოხვედრამდე არც ისე სახარბიელო ცხოვრების გამოვლა უწევს.
სტატიაში წარმოდგენილია სხვადასხვა დროს ძალიან პოპულარული 10 მსახიობი, რომელთა გზა წარმატებისაკენ იწყება პორნოგრაფიული ფილმებით.
არნოლდ შვარცნეგერი
"რკინის არნი" მანამ, სანამ ბანდიტებს "კომანდოსში" ჩააგდებდა და საკულტო ფილმებში მიიღებდა მონაწილეობას, მუშაობდა სრულწლოვანებისათვის განკუთვნილ პორნოინდუსტრიაში. ცნობილია, რომ იგი დასაქმებული იყო გერმანულ გეი-ჟურნალში.
კერძოდ, იგი მუშაობდა აღნიშნული ჟურნალის მოდელად და მისი ფოტოები ატლანტის სხეულით გერმანელი ჰომოსექსუალებისათვის მეტად საინტერესო გასართობი იყო. საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის შედგომ გადაწყვიტა, რომ პორნოფილმებში მონაწილეობით სერიოზული ჰონორარის გამომუშავება შეეძლო და უცდია კიდეც ბედი.
დემი მური
დემეტრია ჯინ გინესი (დემი მური) ღარიბ ოჯახში დაიბადა. სახლის დატოვების მერე მომავალი ვარსკვლავი ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდა, მას თანხა უნდა გამოემუშავებინა თავის სარჩენად.
არსებობისათვის საჭირო თანხის პრობლემა დემი მურს მარტივად, პორნოგადაღებებში მონაწილეობით გადაუჭრია. ეს მცდელობა მან მხოლოდ ტრამპლინად, საწყის წერტილად გამოიყენა იმისათვის, რათა დიდ კინომდე მიეღწია. პორნოფილმებში მონაწილეობით დაგროვებული 10 000 დოლარი დემი მურს პლასტიკურ ოპერაციებში ფიგურის კორექტირებისათვის დაუხარჯავს.
ჯონ ჰემი
პოლ რუდის (ადამიანი-ჭიანჭველა და დევიდი ფილმიდან "40 წლის ვაჟიშვილი") მეგობარი, ჯონ ჰემი ჰოლივუდის სანახავად 1992 წელს გაემგზავრა . 3 წლის შემდეგ იგი საბოლოოდ გადავიდა ლოს-ანჯელესში, ისე, რომ ჯიბეში სულ რაღაც 150 დოლარი ჰქონდა. ჯონ ჰემმა მუშაობა დაიწყო ოფიციანტად და საერთოდაც, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა.
ფილმში "შეშლილები" წარმატებამდე ჯონ ხემი საარსებოდ ცოტაოდენ ფულს გამოიმუშავებდა პორნოგადაღებებში მონაწილეობით.თითოეულ ფილმში მონაწილეობისათვის დაახლოებით 200 დოლარს უხდიდნენ.
განაგრძეთ კითხვა