პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ისინი ხშირად აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს გადასაღები მოედნიდან და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდი მოწონებას იმსახურებენ.
ამჯერად ნინასა და ქეთის როლის შემსრულებლები, ანა ტყებუჩავა და სალომე შარვაძე, სახალისო კადრებს ავრცელებენ. ისინი გადაღებებზე ბაკურიანში იმყოფებიან და, როგორც ჩანს, თავისუფალ დროს ერთად მხიარულად ატარებენ. „ნომერში მირეკავს უნამუსოდ“ - წერს ანა ტყებუჩავა ვიდეოზე.