ამ წყვილს ბევრი მაყურებელი გულშემატკივრობს. აღმოჩნდა, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც დაახლოვდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთადაც იყვნენ. ჰანდე ერჩელი დღეს თურქეთში ყველაზე პოპულარული გოგონაა, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. არადა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ბევრი სულაც არ იცნობდა და არც თავად იფიქრებდა, რომ ყველაზე განხილვად მსახიობად გადაიქცეოდა.
28 წლის ჰანდე თურქეთის პატარა ქალაქ ბანდირმაშია დაბადებული. მამა ვაჭრობდა, დედა დიასახლისი იყო. ოჯახში კიდევ ერთი გოგონა იზრდებოდა, მისი და გამზე, რომელიც ტყუპისცალივით ჰყავდა სულ ჰანდეს და მისი საუკეთესო მეგობარია დღესაც.
ჰანდე თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარეგნობით. ამიტომ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. თუმცა გარკვეული პერიოდი საკმაოდ პუტკუნა იყო და ახლა ხშირად უხსენებენ ინტერნეტსივრცეში იმდროინდელ ფოტოებს. მაშინ ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა ფილმებში.
როგორც თავად ჰყვება, საკმაოდ ამბიციური იყო. ამიტომ პროვინციული ქალაქი ძალიან ეპატარავებოდა და 17 წლისა გადაბარგდა სტამბოლში, სადაც სრულიად მარტო აღმოჩნდა. თუმცა ნებისყოფა და მიზანდასახულობა დაეხმარა, არ დაკარგულიყო დიდ ქალაქში და საკუთარი ოცნებების ასასრულებლად ებრძოლა.

განაგრძეთ კითხვა