კინო

ვინ არის "ბაქარის ცოლი" ეკრანს მიღმა და როგორია მისი ცხოვრება

ვინ არის  "ბაქარის ცოლი" ეკრანს მიღმა და როგორია მისი ცხოვრება
ნან­ცო ცხვი­რაშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის აქ­ტი­უ­რი სახე გახ­და - ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის ცო­ლია და მისი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ მა­ყუ­რე­ბელს აქამ­დე არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს... მე­ტიც - შე­იყ­ვა­რა. მსა­ხი­ობს მი­აჩ­ნია, რომ შარ­შან­დე­ლი, პან­დე­მი­უ­რად რთუ­ლი წელი, მის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ჩცდ-ში მი­იწ­ვი­ეს, რი­თაც მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი ფან­ჯა­რა გა­იხ­სნა - ახა­ლი როლი და­ი­ბა­და და ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაჩ­ნდა. ნან­ცოს პრო­ფე­სია უზო­მოდ უყ­ვარს, უყ­ვარს ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რიც, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობს კი­დეც.

რო­გო­რია ახა­ლი წლის დღე­ე­ბი ქუ­თა­ის­ში, ამ დღე­სას­წა­უ­ლის შეხ­ვედ­რის და აღ­ნიშ­ვნის რა
ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს მსა­ხი­ობს, რას ფიქ­რობს სე­რი­ალ­ში მის გმირ­ზე, ამა­ზე და სხვა სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბ­რა:

- რო­გო­რი დღე­სას­წა­უ­ლია შენ­თვის ახა­ლი წელი - რა ტრა­დი­ცი­ე­ბი გაქვს მისი აღ­ნიშ­ვნის და რო­გო­რია ქუ­თა­ის­ში ახა­ლი წლის დღე­ე­ბი?

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დისს ერთი თვით ადრე ვი­წყებ, რად­გან ეს ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი რი­ტუ­ა­ლია. ვყი­დუ­ლობ ლა­მაზ ნივ­თებს, სა­ჩუქ­რებს ახ­ლობ­ლე­ბის­თვის და 10 დე­კემ­ბრი­დან უკვე ნაძ­ვის ხე მორ­თუ­ლი მაქვს. ქუ­თა­ის­ში ისე­თი ახა­ლი წე­ლია რო­გორც თბილ, ლა­მაზ და პა­ტა­რა ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­ში. წელს, სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ახა­ლი გა­ნა­თე­ბა იყო, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებს ძა­ლი­ან მო­უხ­და.

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი გიყ­ვარს და მას­ში აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი (სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძებს ვგუ­ლის­ხმობ)?

- ყვე­ლა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იცის, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ტა­ცე­ბა რომ არის და გა­მომ­დის კი­დეც, მით უმე­ტეს, სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ. მაგ­რამ წელს დატ­ვირ­თუ­ლი დღე­ე­ბის გამო მხო­ლოდ გო­ზი­ნა­ყის მომ­ზა­დე­ბით მო­ვა­ხერ­ხე. გო­ზი­ნა­ყი ზუს­ტად ისე­თი გა­მომ­დის და ისეთს ვა­კე­თებ, რო­გორც "ნუ­ნუ­კას რე­ცეპ­ტში" იყო. ამი­ტომ, სე­რი­ალ­შიც ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­მი­ვი­და.

- რო­გორ გა­ა­ცი­ლე 2021 წელი და რა სურ­ვი­ლე­ბით შეხ­ვდი 2022 წელს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვა­წუ­ხებს, გვა­ში­ნებს და ცხოვ­რე­ბის წესს გვიც­ვლის, 2021 წელი ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. გა­სულ­მა წელ­მა შემ­ძი­ნა ბევ­რი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ჩემი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ სე­რი­ალ­ში. "ბა­ქა­რის ცოლი" და "ნუ­ნუ­კას რძა­ლი" მო­მა­ვალ სურ­ვი­ლებ­ზე ხმა­მაღ­ლა, ალ­ბათ, არ ილა­პა­რა­კებ­და (იცი­ნის)...

განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93