ამერიკელი მოდელი, მომღერალი და მსახიობი მერილინ მონრო პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. მისი ლამაზი სახისა და ნაზი ხმის გარდა, საზოგადოებას მერილინის დრამით სავსე ცხოვრება და სკანდალური ცხოვრების სტილიც იზიდავდა. იმ დროს, როდესაც მერილინი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა, მას მსოფლიოში ორი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსის საყვარლობასთან ერთად, ‘’კა-გე-ბეს" აგენტობასაც კი მიაწერდნენ.
ამერიკაში დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ჭორები მერილინის და კენედის ფარული ურთიერთობის შესახებ, რასაც მერილინის მიერ პრეზიდენტის დაბადების დღეზე, საჯაროდ, თამამად შესრულებული პერფორმანსის შესახებ ჭორების რეკორდული სიჩქარით გავრცელებაც ემატებოდა.
მსახიობი სუზან სტრასბერგი, რომელიც მერილინის უახლოესი მეგობარი იყო, მოგვიანებით თავის მემუარებში იხსენებს: ,,ნორმალურია ის, რომ იწვე ყველაზე ქარიზმატულ პრეზიდენტთან. მერილინს უყვარდა დრამა, მისი ცხოვრება საიდუმლოებებით იყო სავსე, თუმცა კენედი არ იყო კაცი, რომელთანაც ცხოვრების გატარება სურდა და ეს ძალიან ბევრჯერ განაცხადა’’.
კენედისა და მერილინის შესახებ გავრცელებული ამბების პარალელურად, აქტუალური გახდა ჭორები იმის შესახებაც, რომ მერილინ მონრომ სსრკ-ის თავმჯდომარე ნიკიტა ხრუშჩოვი ამერიკაში, ერთ-ერთი შეხვედრის პერიოდში ნახა და მისით ძალიან მოიხიბლა.
მსახიობის ძიძა მოგვიანებით ამბობდა, რომ მერილინმა, რომელიც გაზეთებს ვერ იტანდა, უეცრად ყველა საბჭოთა გაზეთის კითხვა დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს ქმარი და ოჯახი ჰყავდა. ახლობლები ხშირად ეხუმრებოდნენ მერილინს, რომ რუსეთში ამერიკიდან მხოლოდ ორი რამ უყვარდათ - "კოკა-კოლა" და მერილინ მონრო.
საბოლოოდ, მონრო და ხრუჩშოვი ერთმანეთს ლოს-ანჯელესში, ლანჩზე შეხვდნენ, 45 წუთი საუბრის შემდეგ კი მერილინმა თავის ძიძას უთხრა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი საშინელი, შეუხედავი კაცი იყო და საერთოდ არ მოეწონა.
‘’ის მსუქანია და მეჭეჭები აქვს სახეზე. ჩემი ხელი ისეთი ძალით ეჭირა, მეგონა, რომ მომტყდებოდა. სჯობდა, ერთხელ მაინც ეკოცნა ჩემთვის’’ - ამბობდა მონრო.
თუმცა ჭორები ოფიციალური წყაროების მიერ არასდროს დადასტურებულა. ხალხი მერილინს ‘’კა-გე-ბეს" აგენტობასაც კი აბრალებდა. ამბობდნენ, რომ კენედის მომღერალი იმდენად უყვარდა, მისი ცოლად მოყვანა დააპირა, სწორედ ამიტომ მოკლეს მონრო და მისი სიკვდილი ნარკოტიკების დიდ რაოდენობას მიაწერეს.
ელენე ასათიანი