მსახიობები, კომპოზიტორები, დიზაინერები და ვიზაჟისტები ამ წელს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე უცნაური და საინტერესო აქსესუარებით წარდგნენ.
გთავაზობთ 10 ყველაზე უჩვეულო ჩანთას, რომლებმაც კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო:
1. ოსკაროსანი კომპოზიტორი დაიან უორენი გამოჩნდა კასეტის ჩამწერის თემატიკის ჩანთით, რომელიც მწვანე ატლასის პიჯაკს შეუხამა. დაიანი კინოს სამყაროში ლეგენდაა. მან სამჯერ მიიღო "ოსკარი". გარდა ამისა, არის რამდენიმე "ოქროს გლობუსის" და "გრემის" მფლობელიც.
2. დუნის ვიზაჟისტი ევა ფონ ბაჰრი ცერემონიას დაესწრო აბრეშუმის კაბით, რომელიც გაფორმებულია რენესანსის ნახატის პრინტით და ანტიკური ძველი რომაული ბიუსტის ფორმის ჩანთით. ევას უკვე სამჯერ აქვს მიღებული "ოსკარი".
3. რიტა ორა Miss Sohee-ს მდიდრულ კაბაში ხისგან დამზადებული ჩანთით.
4. ნისი ნეშის პლასტმასის ჩანთამ, წარწერით „ცოლი სიცოცხლისთვის“, მაყურებლების ყურადღება მალევე მიიქცია.
5. მსახიობმა ტატი გაბრიელმა აბრეშუმის კაბა ოქროს, ფრჩხილის ფორმით გაფორმებულ ტყავის ჩანთას შეუხამა.
6. კაროლინა ჰერერას შავი კლატჩი.
7. ყურადღების გარეშე არც სცენარისტ ავა დიუვერნეის "ლუი ვიტონის" აქსესუარი დარჩენილა.
8. "ნეთფლიქსის" ვარსკვლავი დაიან გერერო დაჯილდოებას შავ-თეთრი კაბით და ვერცხლის ჩანთით დაესწრო.
9. ლეგენდარულმა კოსტიუმების დიზაინერმა ჯენი ბევანმა აიღო თავისი დამსახურებული "ოსკარი" კრუელასთვის. ჯენი ცერემონიაზე უჩვეულო ტყავის ჩანთით მივიდა.
10. შავ-თეთრ ქურთუკს და კალთას იანიჩი ბრავომ ხელის ფორმის უჩვეულო ქუდი მოუხდინა.
ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის "ოსკარის" ცერემონიიდან
5 ყველაზე მოდური ფილმი 1990-იანებიდან მოდის მიმდევარი გოგონებისთვის
6 საუკეთესო ფილმი ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო