ია ფარულავა სოციალურ ქსელში ლიკა ქავჟარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და 9 აპრილისადმი მიძღვნილი ფილმის, "უფლის ანგელოზების" გადაღების პერიოდს იხსენებს:
"1990 წელს რეჟისორმა ლიანა ელიავამ გადაწყვიტა, 9 აპრილის მოვლენებისთვის მიეძღვნა ფილმი, რომელსაც "უფლის ანგელოზები" ერქვა. დაიწერა სცენარი (თუ სწორად მახსოვს, გურამ პეტრიაშვილთან ერთად). ჯგუფი ნელ-ნელა გადაღებებისკენ მიდიოდა. შერჩეული ვიყავით ჩვენც, მსახიობები. და, აი, ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი. იმ დღეს მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით და ორი ოპერატორი სხვადასხვა წერტილიდან იღებდა მიტინგს, სადაც ჩვენ, მსახიობები, ვიდექით და წინასწარშეთანხმებულ როლს ვასახიერებდით. სამწუხაროდ, ცოტა ხანში ეს ფილმი დაიხურა და გადაღებები შეწყდა... მაშინ ყველა ფილმი ცენტრალური ხელისუფლების (მოსკოვის) დაკვეთით უნდა შესრულებულიყო. ალბათ, იქ დაიბლოკა" - წერს ია ფარულავა.