მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ, ამის მიზეზი კი ნუკის გულწრფელი ხასიათია, რომლის დახმარებითაც ის ყოველთვის ახერხებს როგორც თავის დადებით, ასევე უარყოფით თვისებებზე საუბარს.
ნუკიმ „ინსტაგრამზე“ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავისი ვიზუალური თვისებები განიხილა და აღნიშნა, რომ დღეიდან ცხოვრებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას აპირებს:
„მორჩა! დღეს მივხვდი, რომ თქვენ კი არა, ჩემს თავს წავუღე უკვე ტვინი კრიტიკით. რაღაც დაცვის მექანიზმივით ჩამომიყალიბდა და ეს დიდი შეცდომაა. უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი, მოგვწონდეს და მაღლა აწეული თავით უნდა ვიაროთ მუდამ. ბავშვის გაჩენის შემდეგ ბევრჯერ მიხსენებია წონა და წონას სულ ვაკონტროლებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოგწონდეს საკუთარი თავი, თუნდაც ზედმეტი კილოგრამებით. არ მოგწონს? შეცვალე. ვერ ცვლი? შეიყვარე შენი თავი. მე გადავწყვიტე, რომ ყოველდღე ვუთხრა ჩემ თავს, რომ ყველაფერი შემიძლია! ხვალ დილას რომ გაიღვიძებთ, სარკეში ჩაიხედეთ და უთხარით საკუთარ თავს, რომ ხართ ჭკვიანი, ლამაზი, მომხიბვლელი, იღბლიანი და ბედნიერი.
ახალი მე და ახალი მიდგომა ცხოვრებისადმი, წელს აუცილებლად გამოვაჭენებ ჩემს ვიზუალურ ნაკლებს, ოღონდ კი არ ვიწუწუნებ, არამედ პირიქით - სიამაყით ავივსები… ამყევით...“ - წერს ნუკი.
"ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით" - ნუკი კოშკელიშვილმა ქმართან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა
"როგორც სხვა დაკომპლექსებულ ადამიანს, მეც სულ მგონია, რომ აღარავის ვაინტერესებ, აღარ ვჭირდები" - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი საქართველოს შესახებ
"მერე რა, რომ 30-ს გადავაცილე, ცხოვრება ახლა იწყება" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი