56 წლის წინ გამოვიდა ფილმი „როგორ მოვიპაროთ მილიონი“. მასში მთავარ როლებს ასრულებდნენ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პოპულარული ოდრი ჰეპბერნი და ქალების კერპი პიტერ ო'ტული. ფილმის გამოსვლის შემდეგ ორივე მსოფლიო ვარსკვლავი გახდა.
ოდრი ჰეპბერნი არის ბრიტანელი ბანკირის და ჰოლანდიელი ბარონესას ქალიშვილი, რომელიც გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ევროპაში, რის შემდეგაც მან მოიპოვა "ოსკარი" თავისი პირველი მთავარი როლისთვის, ეცვა ისტორიაში ყველაზე ცნობილი "პატარა შავი კაბა" და გახდა ჰოლივუდის ოქროს ეპოქის სიმბოლო.
8 უცნობი ფაქტი ოდრი ჰეპბერნის შესახებ:
1. დაიბადა ბრიუსელის გარეუბანში და მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა მამის წარმომავლობის გამო. იგი აღიზარდა ორ ენაზე, ინგლისურსა და ჰოლანდიურზე. მათთან ერთად სრულყოფილად დაეუფლა ფრანგულს, ესპანურს და იტალიურს.
2. მშობლების განქორწინების შემდეგ ოდრი ჯერ ლონდონში, შემდეგ კი ჰოლანდიაში ცხოვრობდა, სადაც დედასთან ერთად მეორე მსოფლიო ომმა შეავიწროვა. ჰოლანდიური ფსევდონიმით, ოდრი ცხოვრობდა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ არნემში - უყურებდა სიკვდილით დასჯას და დეპორტაციას და განიცდიდა ემოციურ და ფიზიკურ შიშს. ჰეპბერნმა დაიწყო თანამშრომლობა UNICEF-თან ჯერ კიდევ 1950-იან წლებში.
3. 1944 წლისთვის ჰეპბერნი გახდა უფრო მეტი, ვიდრე კომპეტენტური მოცეკვავე - ოდრი ფიქრობდა, ბალეტის პროფესიონალი გამხდარიყო, მაგრამ როცა გაიგო, რომ პრიმას როლი მისთვის არ მოიძებნებოდა, გადაწყვიტა, მსახიობობა ეცადა.
4. ლონდონის უესტ-ენდის სცენაზე გამოსვლითა და ეპიზოდურ როლებში, ჰეპბერნმა პირველი ნაბიჯი დიდებისკენ 1951 წელს გადადგა. დებიუტი შედგა ბროდვეის პოპულარულ სპექტაკლში "გიჟი".
5. მეორე, მესამე და მეოთხე - BAFTA-ს, "ოქროს გლობუსს" და "ოსკარს" დიდხანს არ დაუყოვნებია. მას შემდეგ, რაც დაამარცხა ელიზაბეტ ტეილორი და მოიგო როლი Roman Holiday-ში, ჰეპბერნმა ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი ყველა შანსი.
6. დაუყოვნებლივ ხელი მოაწერა კონტრაქტს Paramount-თან შვიდ ფილმზე და გამოჩნდა ჟურნალ TIME-ის გარეკანზე.
7. "საუზმე ტიფანისთან" - ტრუმენ კაპოტის რომანი, რომელიც სამუდამოდ შევიდა არა მხოლოდ კინოს, არამედ მოდის ისტორიაშიც - ჟივანშის "პატარა შავი კაბის" წყალობით ოდრიმ საკულტო პერსონაჟი შექმნა.
8. ჰეპბერნმა მალევე დაჩრდილა თავისი დროის საუკეთესო მსახიობები, მათ შორის, კერი გრანტიც კი, რომელსაც რამდენიმე როლი „წაართვა“.
შეძლებენ თუ არა ვარსკვლავების შვილიშვილები ბებიების წარმატების გამეორებას? - როგორ გამოიყურებიან ყველასთვის ცნობილი ულამაზესი ქალების შთამომავლები
სპაგეტის გენიალური რეცეპტი ოდრი ჰეპბერნისგან: ის ამას კვირაში ერთხელ მიირთმევდა