ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეფბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.
ამჯერად ნინო მსახიობებთან, გიორგი მახარაძესთან და დევი ბიბილეიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც სერიალში მაქსიმეს და სოსოს როლებს ასრულებენ. მსახიობის ახალ ფოტოს უამრავი სახალისო გამოხმაურება მოჰყვა.
„წლის ფოტო“, „ესენი ნახე რა, ჩვენ კი მოგვკლეს ნერვიულობით“, „ჩვენი უსაყვარლესი მსახიობები ხართ“, - წერენ ნინოს გამომწერები.
„დე, ძალიან მენატრები და ვერასდროს შევეგუები უშენობას“ - ნინო გაჩეჩილაძე დედის შესახებ საუბრობს
„შენ საუკეთესო დედა იყავი და იქნები! არ ვიცი, უშენოდ როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას…“ - თაკო გაჩეჩილაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ დედას
„მათ რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ ღმერთს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს რწმენა ადამიანების მიმართ“ - ნინო გაჩეჩილაძე ვიდეოს აქვეყნებს