ცნობილი თურქი მსახიობი ბურაქ ოზჩივიტი (მალკოჩოღლუ ბალი ბეი სერიალ "დიდებული საუკუნიდან“) ორი დღის წინ სტუმრად რუსეთში ჩავიდა.
სპეციალური ვახშამი ბურაქ ოზჩივიტთან ერთად რესტორან Levantine Moscow-ში გაიმართა. ღონისძიებაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებსაც პოპულარული თურქი მსახობის ნახვა სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე ბურაქმა დააგვიანა, ადგილიდან არავინ წასულა და ფანები მას მოთმინებით ელოდნენ.
თაყვანისმცემლებმა ვარსკვლავს ცოცხალი დერეფანი მოუწყვეს, მაგრამ როდესაც ოზჩივიტი დარბაზში შევიდა, ყველა წესი დაირღვა და რუსები ცნობილი მაჩოსკენ გაიქცნენ. როგორც რუსული მედია წერს, ოზჩივიტის გამოჩენას ჭყლეტა მოჰყვა.
წვეულების ორგანიზატორმა ბურაქი ქალებს გაარიდა და VIP ოთახში შეიყვანა, სადაც მასთან სუფრაზე დიმა ბილანი საყვარელ ქალთან ერთად იყო.
მსახიობს ხამანწკებითა და ზღვის პროდუქტებით გაუმასპინძლდნენ. დარბაზში დარჩენილი ქალები თურქ სექს-სიმბოლოსთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ.
როდესაც ბურაქი ისევ შევიდა დარბაზში, ჭყლეტა გაგრძელდა. ქალები ცდილობდნენ, რომ მასთან ფოტო გადაეღოთ და თავიანთი კერპი უფრო ახლოს დაენახათ.
ორგანიზატორები აკავებდნენ სტუმრებს და წესრიგისკენ მოუწოდებდნენ. თაყვანისმცემლების ჩამოშორებას დაცვა მსახიობისთვის ვეღარ ახერხებდა, რომელიც, თავის მხრივ, სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა. "როგორც ჩანს, აჟიოტაჟს მიჩვეულია", - წერს მედია.
წაიკითხეთ სრულად