სოფი ლორენი თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. ის არამხოლოდ ბევრისთვის საყვარელი მსახიობი, არამედ სილამაზისა და ელეგანტურობის სიმბოლოცაა. მისი ცხოვრება კი ყოველთვის ტაბლოიდების საყვარელი თემა იყო.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის კარლო პონტისთან გატარებულ 41 წელს იხსენებდა და ამბობდა, რომ პონტიმ მისი, როგორც სრულყოფილი ქალის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ცნობილი კინოპროდიუსერისა და მომხიბვლელი მსახიობის რომანი ბანალურად დაიწყო. მათი კავშირი, ალბათ, აკრძალული სიყვარულის კლასიკური ისტორია იქნებოდა, მაგრამ ყველა დაბრკოლება და წინასწარმეტყველება ნამდვილი გრძნობების გზაზე ფერფლად იქცა. შეყვარებულებმა ერთად კარლო პონტის გარდაცვალებამდე, ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარეს.
არლო პონტიმ, უკვე ცნობილმა რეჟისორმა, რომელმაც მსოფლიოში ჯინა ლოლობრიჯიდა აღმოაჩინა, ახალგაზრდა სოფი შენიშნა. მან გოგონა სინჯებზე მიიწვია. როგორც მამაკაცი მოგვიანებით იხსენებდა, მან მაშინვე იგრძნო მასში ქარიზმა, მიხვდა, რომ კამერას შეუყვარდებოდა პირდაპირი და მომხიბვლელი სამხრეთელი ქალი. მაშინ მხოლოდ ერთი რამ არ იცოდა - თვითონ რომ სიგიჟემდე შეიყვარებდა. ის 38 წლის იყო, სოფი - მხოლოდ 16-ის.
მეუღლის და ვაჟის ყოლამ არ შეაჩერა კარლო პონტი - მან თავი დაკარგა. დამწყები მსახიობისთვის ის გახდა არა მხოლოდ შეყვარებული, მენტორი და საუკეთესო მეგობარი, არამედ ის, ვინც შექმნა იგი, როგორც პიროვნება და როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი.
გრძნობებში ჩაძირულმა სოფიმ ყურადღებაც კი არ მიაქცია, რომ შეყვარებული არ ჩქარობდა ცოლის მიტოვებას. ამას ჰქონდა მიზეზები - მკაცრი იტალიური კანონები, რომლებიც გმობდა განქორწინებას.
უცნობია, რამდენ ხანს დაკმაყოფილდებოდა მსახიობი ბედიის როლით, რომ არა სიმპათიური მამაკაცი კერი გრანტი. გადამღები ჯგუფი მზად იყო დაედასტურებინა, რომ მსახიობებს შორის იყო "ქიმია", რომელიც ბირთვული აფეთქების მსგავსი იყო.
აქ პონტიც კი ანერვიულდა და სასწრაფოდ წერილი გაუგზავნა ადვოკატებს ცოლთან სასწრაფოდ გაყრის ბრძანებით. მაგრამ ვატიკანი წინააღმდეგი იყო. გამოსავალი იპოვეს - ცოლს მექსიკაში დაშორდებოდა და სოფისთან სწორედ იქ მოაწერდა ხელს.
ქორწინების რეგისტრაციის მიუხედავად, სოფი ლორენმა საქორწინო კაბის გამოცდა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე შეძლო - ვატიკანმა არ აღიარა იტალიაში გაფორმებული განქორწინება და კარლოს ქორწინება ლორენთან ბათილად გამოაცხადა.
ურთიერთობების გაფორმებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, სოფი ლორენის ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა. საკვანძო სიტყვაა "როგორც ჩანს". ჰორმონალური დისბალანსის გამო სოფის, რომელიც სასოწარკვეთილი ოცნებობდა, დედა გამხდარიყო, ორი აბორტი ჰქონდა. მრავალი წლის განმავლობაში ლორენი გადიოდა უნაყოფობის თერაპიის კურსს კლინიკაში. გამძლეობამ, ლოცვამ და ესტროგენის ინიექციების ხანგრძლივმა კურსმა იმოქმედა: 34 წლის ასაკში მსახიობი დაორსულდა.
როდესაც კარლო პონტი-უმცროსი დაიბადა 1968 წლის 29 დეკემბერს, გამთენიისას, სოფის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. პრესკონფერენცია მოეწყო სწორედ იმ საავადმყოფოში, სადაც მსახიობმა იმშობიარა! უბრალოდ წარმოიდგინეთ: სოფი თავის შვილთან ერთად წევს, კარლო პონტი და ექიმები პასუხობენ ასობით აღელვებული ჟურნალისტის შეკითხვებს.
რამდენიმე წლის შემდეგ კარლოს და სოფის მეორე ვაჟი ედოარდო შეეძინათ. ისევ დიდი რისკი იყო და ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ ორსულობის შეწყვეტას, მაგრამ სოფიმ არაჩვეულებრივი ხასიათი გამოავლინა და ბავშვი გადაარჩინა.
კარლო პონტი 2007 წელს გარდაიცვალა.
ამას გარდა, სოფიმ საკუთარ გარეგნობასა და სილამაზის აღქმაზეც ისაუბრა:
„არასოდეს ვფიქრობდი, რომ ლამაზი ვიყავი. განსაკუთრებით რთული იყო თავის დამკვიდრება ჰოლივუდში, იქ ხომ იმდენი ლამაზი ქალია, თუმცა სიამაყით ვამბობ, რომ ამის მიუხედავად, არავის გაუკეთებია რაიმე მინიშნება ჩემს გარეგნობაზე. არასოდეს ვყოფილვარ ლამაზი, მაგრამ დღეს, როცა სარკეში ვიყურები, ჩემი თავი მომწონს“ – ამბობს 87 წლის ლეგენდარული მსახიობი.
სოფი ლორენის კვების რაციონი (მაკარონის დიეტა)
ვარსკვლავები, რომლებმაც 60 წელს გადააბიჯეს და მაინც მშვენივრად გამოიყურებიან