კინო

ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგო, რომელიც თურქულ სერიალში მთავარ როლს ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნისთან ერთად შეასრულებს

ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგო, რომელიც თურქულ სერიალში მთავარ როლს ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნისთან ერთად შეასრულებს

ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლის როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს. "Emanet" ("სხვი­სი შვი­ლი") - ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მე­ლიც წლე­ბია უკვე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს და ის ერთ-ერთ ქარ­თულ არხზეც გა­დის.

სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი ასე ვი­თარ­დე­ბა: პა­ტა­რა ბავ­შვი, რო­მე­ლიც დედ-მა­მას და­კარ­გავს, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ბი­ჭის ბიძა ცდი­ლობს, ძმისშ­ვი­ლი თა­ვად აღ­ზარ­დოს, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გარ­დაც­ვლი­ლი რძლის და არ აძ­ლევს. სა­ბო­ლო­ოდ წყვილს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ წინ უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა შეხ­ვდე­ბათ.

სე­რი­ალ­ში მთა­ვარ გმირ ქალს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი სილა თურ­ქოღ­ლუ თა­მა­შობ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის

როლს კი, რო­გორც ხში­რად უწო­დე­ბენ, "გა­უ­ცი­ნა­რი კაცი" ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მალე შე­იყ­ვა­რა, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და. ის უბ­რა­ლოდ ადგა და გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­სა­მე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნის პარტნი­ო­რი სე­რი­ალ Emanet-ში მე­სა­მე სე­ზო­ნი­დან ქარ­თვე­ლი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბია. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, "სხვი­სი შვი­ლი“ მის­თვის პირ­ვე­ლი თურ­ქუ­ლი დრა­მა იქ­ნე­ბა.

სე­რი­ა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია თურ­ქე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ, მთა­ვარ გმი­რებს კი, ჰა­ლილ­სა და სი­ლას, სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლად აღი­ა­რებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს და წერ­დნენ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­დნენ. სილა თურ­ქოღ­ლუმ სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღე­ბი კომ­პა­ნია Karamel Yapım-ი მო­ბინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მსა­ხი­ობ­მა გან­ცხა­დე­ბა ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­კე­თა. ქალს კონ­კრე­ტუ­ლად არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, თუ რა სა­ხის ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ მას­ზე, რად­გან ტერ­მი­ნი მო­ბინ­გი მო­ი­ცავს თა­ნამ­შრომ­ლის და­ში­ნე­ბას, შან­ტაჟს, კრი­ტი­კას, შე­უ­რა­ცხყო­ფას და და­ცინ­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვილს, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. ქალს მე­უღ­ლე, ლაშა მგე­ლა­ძე და ერთი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც მისი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" გა­ვარ­კვი­ეთ, ის უკვე იმ­ყო­ფე­ბა სტამ­ბოლ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე.

მარ­თა­ლია, თა­ვად მე­დი­ას­თან სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის შემ­ქმნე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ სე­ზონ­ში ჰა­ლილს პარტნი­ო­რო­ბას ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი გა­უ­წევს.

სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქპრო­ფილ­ზე" ვკი­თხუ­ლობთ:

"ახლა ვფიქ­რობ, ალ­ბათ რო­გორ გი­ჭირს შენი ლა­მა­ზი ოჯა­ხი­დან შორს ყოფ­ნა. რო­გორ გე­ნატ­რე­ბა შენი ოჯა­ხი. ამ­ხე­ლა ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ესეც შენს და შენი ოჯა­ხის სიძ­ლი­ე­რეს ამ­ტკი­ცებს...

არ შე­მიძ­ლია არ აღვ­ნიშ­ნო შენი მე­უღ­ლის მხარ­ში დგო­მა, ბევ­რი ვერ ან არ გა­ა­კე­თებ­და ამას. ეს ამ­ტკი­ცებს თქვე­ნი ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის სიძ­ლი­ე­რეს.“

ლაშა მგე­ლა­ძე და ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ ქა­ლაქ­ში გა­მორ­ჩე­ულ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. ერ­თმა­ნე­თი კა­ბა­დო­კი­ა­ში გა­იც­ნეს 15 წლის წინ, რო­დე­საც ცეკ­ვის ან­სამ­ბლი გას­ტროლ­ზე გახ­ლდათ და ლა­შამ ნანა სცე­ნა­ზე ნახა. მალე და­ქორ­წინ­დნენ და მას შემ­დეგ ისი­ნი არა­ერთ კლიპ­ში არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლე­ბი.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, 32 წლის ნანა პრო­ფე­სი­ით მო­ცეკ­ვა­ვეა. ის ასე­ვე დი­ზა­ი­ნე­რია და აქვს სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის ხაზი "ნანა ქარ­თვე­ლი“. მისი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი კი სწო­რედ სტამ­ბო­ლია, სა­დაც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ქალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებ­ში უწე­რენ, რომ მისი ბე­ბია ნი­გარ ხა­ნუ­მიც ულა­მა­ზე­სი იყო.

წყარო: ambebi.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93