ნებაჰათ ჩეჰრეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თურქი მერილ სტრიპი, რადგან ის თავის ქვეყანაში დაფასებული და პატივსაცემი მსახიობია.
როდესაც პირველად ეკრანებზე სერიალი "დიდებული საუკუნე“ გამოჩნდა, სწორედ მაშინ გაარკვია ქართულმა საზოგადოებამ, რომ ქალს მამის მხრიდან ქართული ფესვები ჰქონდა. მსახიობი 1944 წელს აჭარელი მუჰაჯირის, იურისტ იზეთ ჩეჰრეს ოჯახში დაიბადა. გოგონა 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად საცხოვრებლად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა.
ნებაჰათმა იმდენად მძიმედ გადაიტანა მამის დაკარგვა, რომ მომავალში, უმცროსი ძმისგან განსხვავებით, დიდი გაჭირვებით მიიღო დედის ახალი ქმრები. ის ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ 15 წლის ასაკში "მის თურქეთის“ ტიტული მოეპოვებინა, რამაც მას ახალი, ნათელი და საინტერესო ცხოვრების კარი გაუღო.
ახალგაზრდა გოგონას სილამაზით ინტერესდებოდნენ პროდიუსერები, სარეკლამო აგენტები. სთავაზობდნენ კონტრაქტებს სამოდელო ბიზნესში მონაწილეობისთვის. მსახიობობამდე იყო მოდელობა და ადრეულ ასაკში ესტრადაზეც კი სცადა ბედი.
- ნებაჰათ ჩეჰრეს პირადი ცხოვრება
მსახიობი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ცოლად კოლეგა მსახიობსა და სცენარისტ ილმაზ გიუნის გაჰყვა. მამაკაცი თურქეთში ცნობილი მსახიობი გახლდათ. ის ორჯერ იყო დაჯილდოებული "ოქროს ფორთოხლითა" და "ოქროს პალმის რტოთი".
მათი ქორწინება მალე დასრულდა, ორმა ძლიერმა ადამიანმა ერთად ცხოვრებას ვერ გაუძლო. XX საუკუნის 70-იან წლებში ქალი სტამბოლის საკალათბურთო კლუბ "გალათასარაის" სპორტსმენ იავუზ დემირთან შენიშნეს, თუმცა ჩეჰრემ მამაკაცი რამდენიმე წელიწადში მიატოვა, მიზეზი კი როლები იყო. მაშინ ნებაჰათმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისთვის პირადი თავისუფლება და საყვარელი საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო.
წაიკითხეთ სრულად