კინო

„სილა შეუცვლელია და სერიალი მის გარეშე წარმოუდგენელია...“ - თურქული სერიალის ქართველი მსახიობის გარშემო ატეხილი სკანდალი - რას წერენ ნანა სტამბოლიშვილის შესახებ

„სილა შეუცვლელია და სერიალი მის გარეშე წარმოუდგენელია...“ - თურქული სერიალის ქართველი მსახიობის გარშემო ატეხილი სკანდალი - რას წერენ ნანა სტამბოლიშვილის შესახებ

ორი კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თურ­ქულ სე­რი­ალ Emanet-ის ("სხვი­სი შვი­ლის“) მე­სა­მე სე­ზონ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და მო­ცეკ­ვა­ვე ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ითა­მა­შებ­და. ამ სი­ახ­ლემ ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია. სე­რი­ა­ლი უკვე ორი წე­ლია, რაც ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი არ­ხის ეთერ­ში გა­დის. მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს და სე­ჰე­რი­სა და ია­მა­ნის სიყ­ვა­რულს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვილ­მა მთა­ვა­რი გმი­რი, ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი სილა თურ­ქოღ­ლუ შეც­ვა­ლა. მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სე­რი­ა­ლის მე­სა­მე სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი თი­ზე­რი გავ­რცელ­და,

სა­დაც ნანა და თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი ჩა­ნან. მარ­თა­ლია, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ამან ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა, მაგ­რამ ისე­თი­ვე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რი­ან სე­რი­ა­ლის სხვა, უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

სე­რი­ა­ლის "იუ­თუ­ბის" ოფი­ცი­ა­ლურ არხზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თი­ზერს აკ­რი­ტი­კე­ბენ ეს­პა­ნე­ლი და რუ­მი­ნე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბი. სე­რი­ა­ლი მათ ქვე­ყა­ნებ­შიც გა­დის და პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ისი­ნი მსა­ხი­ობ სილა თურ­ქოღ­ლუს დაბ­რუ­ნე­ბას სთხო­ვენ და წე­რენ, რომ მის გა­რე­შე მე­სა­მე სე­ზო­ნის ყუ­რე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბა...

"ვფი­ცავ, ვი­ტი­რე, რო­დე­საც სე­ჰე­რის მა­გივ­რად სხვა და­ვი­ნა­ხე. გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ ია­მან­სა და სე­ჰერს. ვერ გა­ვუძ­ლებ ია­მა­ნის იმ მზე­რას, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი თქვა პი­რის გა­ღე­ბის გა­რე­შე, რო­დე­საც სე­ჰერს უყუ­რებ­და... ჩემი ღა­მე­ე­ბი ისე­თი­ვე აღარ იქ­ნე­ბა ამ ორის გა­რე­შე...“

"მე დიდ პა­ტივს ვცემ ახალ მსა­ხი­ობს, მაგ­რამ მა­გი­ას, რაც გვა­ი­ძუ­ლებ­და "სხვი­სი შვი­ლის“ თი­თო­ე­უ­ლი სე­რი­ით გვე­ცხოვ­რა, მხო­ლოდ სე­ჰე­რი, ია­მა­ნი, იუ­სუ­ფი ქმნიდ­ნენ. რა სირ­ცხვი­ლია ასე­თი ლა­მა­ზი ის­ტო­რი­ის ასე დას­რუ­ლე­ბა. ახალ გმირს არა­ფერს ვერ­ჩი, მაგ­რამ ეს არ არის, რაც ჩვენ გვინ­დო­და...“

"ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ჩემ­თვის მო­მა­ვალ სე­ზონს სი­ლას გა­რე­შე აზრი არ აქვს, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. ყვე­ლას აქვს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა, მე უკვე ავირ­ჩიე. სი­ლას გა­რე­შე ჩემ­თვის სე­რი­ა­ლი დას­რულ­და. მათ ჰქონ­დათ ჯა­დოს­ნუ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი დუ­ე­ტი და სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ა­ფა­სეს.“

"მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი ვა­რა­უ­დი­სა, იმე­დი მქონ­და, რომ სილა დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას ჩემი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს და ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ. ჰა­ლილს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, მაგ­რამ მე-3 სე­ზონს არ ვნა­ხავ, ვერ გა­ვუძ­ლებ ია­მა­ნის ყუ­რე­ბას სხვა გო­გოს­თან ერ­თად, თუნ­დაც ფიქ­ცია იყოს. მე შე­მიყ­ვარ­და სე­ჰე­რის და ია­მა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი."

"სი­კაშ­კა­შე აკ­ლია, ჰა­ლილ­მა და სი­ლამ მთვა­რე­სა და მზე­სა­ვით ერ­თმა­ნე­თის­გან აი­ღეს ენერ­გია და ბრწყინ­ვა­ლე­ბა. ბო­დი­ში, თრე­ი­ლერ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ას შეც­დო­მა აუ­დი­ტო­რი­ის შემ­ცი­რე­ბად და­უჯ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ნანა ჯერ კი­დევ ზამ­თარ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სი­ლას წას­ვლის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. სა­ში­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან...“

"არ მინ­და ამ გო­გოს გრძნო­ბებს შე­ვე­ხო, მაგ­რამ სილა შე­უც­ვლე­ლია და სე­რი­ა­ლი მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ნუთუ მარ­თლა ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის შემ­დეგ ია­მა­ნი თა­ვის ლა­მაზ სი­ტყვებს სე­ჰე­რის გარ­და სხვა გო­გოს ეტყვის? წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ გო­გოს. იმე­დია, იმ­სა­ხუ­რებს ჰა­ლი­ლის წინ დგო­მას და თა­ვის ნიჭს და­ამ­ტკი­ცებს...“

"მე არ ვარ ის, ვინც სე­რი­ა­ლებს უყუ­რებს, მაგ­რამ Emanet ჩემ­თან რთულ მო­მენ­ტში მო­ვი­და, გა­ურ­კვევ­ლო­ბი­სა და იმ­დე­ნი უც­ნა­უ­რი გან­ცდის გა­და­ტა­ნა მი­წევ­და, რაც ამ პან­დე­მი­ა­ში დაგ­ვე­მარ­თა. მა­შინ ეს იყო პა­ტა­რა სი­ნათ­ლე, რო­მელ­მაც მი­აღ­წია ჩემს გულს... დღეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ხალ­ხს, ვინც სე­რი­ა­ლი ეს­პა­ნუ­რად თარ­გმნა, მაგ­რამ იმედ­გაც­რუ­ე­ბამ ძა­ლი­ან მწა­რე გემო და­მი­ტო­ვა", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს გან­ხილ­ვებს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა მო­აქვს და ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ის სა­ხე­ლია, რო­მელ­საც ხში­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მას ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ის­თვის ინ­ტერ­ვი­უ არ მი­უ­ცია. თი­ზე­რის გა­მოს­ვლის შემ­დეგ მხო­ლოდ მოკ­ლე "ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სით" შე­მო­ი­ფარ­გლა, სა­დაც წერ­და, რომ ახლა ნამ­დვი­ლად შე­ეძ­ლო სე­რი­ალ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა.

წყარო: ambebi.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93