მექსიკელი მსახიობი, სერიალ "ველური ვარდის“ ვარსკვლავი ვერონიკა კასტრო მაყურებელს ახალგაზრდა და ხალისიან გოგონად დაამახსოვრდა, მაგრამ თუ ნახავთ, როგორ გამოიყურება ის ახლა, მისი ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ.
ბოლო წლებში კასტროს გარეგნობა ძალიან შეიცვალა. მედიაში წერენ, რომ ვარსკვლავს არ სურდა სიბერესთან შეგუება, ამიტომ პლასტიკური ქირურგების მომსახურებას მიმართა. ალბათ, არცთუ ისე კვალიფიციურ სპეციალისტს, რადგან "ველური ვარდის“ თაყვანისმცემლები წერენ, რომ ახლა ის პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლს ჰგავს.
2019 წელს "ველური ვარდის" და "მდიდრებიც ტირიან" მთავარმა გმირმა ვერონიკა კასტრომ კინოკარიერა დაასრულა. ალბათ, ეს მისი გარეგნობის გამო მოხდაო, წერს მედია.