"ელეგანტური, მუდმივად დახვეწილი" - ნახეთ ნინო კასრაძის ახალი ფოტოსესია, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო - Marao

"ელეგანტური, მუდმივად დახვეწილი" - ნახეთ ნინო კასრაძის ახალი ფოტოსესია, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

2022-09-05 13:21:34+04:00

ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, 1993 წელს კი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან, წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა.

მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული

როლით გახდა.

ნინო კასრაძეს ახლახან ფოტოსესია ჰქონდა. მსახიობმა ჟურნალ OK-ისთვის იპოზიორა. მისი ინტერვიუ ჟურნალის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება.