ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი ყველას ყურადღებას იპყრობენ. ახლო მეგობრებმა ლონდონში ერთობლივი ფილმი, სახელწოდებით "ბილეთი სამოთხეში" წარმოადგინეს, კლასიკური რომანტიკული კომედია (მასზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ). აქ ისინი როგორც მთავარ როლებში თამაშობენ, ასევე არიან ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები.
ჯულიამ ამ მნიშვნელოვანი პრემიერისთვის ძალიან უჩვეულო ლუქი აირჩია. ეს არის სხეულზე მორგებული, შავი Alexander McQueen-ის კაბა, შანტილის მაქმანით, რომელიც მსახიობმა შეკვეთით გააკეთებინა.
ჯულიას სტილი მის გულშემატკივრებში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ასე რომ, გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა და მსახიობის ჩაცმულობას უკვე აქტუალურად განიხილავენ ინტერნეტსივრცეში.