90-იანი წლების ლამაზმანი, მსახიობი ბრიჯიტ ფონდა ეკრანებიდან 20 წლის წინ გაქრა. ის არც პაპარაცების ობიექტივში მოხვედრილა.
რამდენიმე საათის წინ ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდა. 58 წლის მსახიობის იმიჯი იმდენად შეიცვალა, რომ მისი ცნობა შეუძლებელია. ფონდას წონაში საგრძნობლად აქვს მომატებული.
ბრიჯიტს ზოლიანი მაისური და შავი შარვალი ეცვა. მის „ლუქს“ მხედველობის სათვალე ასრულებდა.