„მიყვარხარ“ - როგორ ასწავლის ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქული სერიალს პატარა გმირს, იუსუფს, ქართულს - Marao

„მიყვარხარ“ - როგორ ასწავლის ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქული სერიალს პატარა გმირს, იუსუფს, ქართულს

2022-09-22 11:19:08+04:00


ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალში მთავარ როლს თამაშობს. მას საქართველოშიც და თურქეთშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

ამჯერად სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნანა სერიალის პატარა გმირს, უსაყვარლეს იუსუფს, ქართულს ასწავლის.

როგორც ჩანს, ბიჭუნაც კარგი მოსწავლეა და ქართულ სიტყვებს ზედმიწევნით იმეორებს. ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა.