ცნობილმა მსახიობებმა, 54 წლის ჯულია რობერტსმა და 61 წლის ჯორჯ კლუნმა, ლოს-ანჯელესის Regency Village Theatre-ში თაყვანისმცემლებს ახალი ფილმი „A Ticket to Heaven“ წარუდგინეს. ამ წყვილს შეგიძლიათ უსასრულოდ უყუროთ, რადგან ისინი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში არიან და გარდა ამისა, იდეალურ ტანდემს ქმნიან.
ჯულიამ, როგორც ყოველთვის, ყურადღება საფირმო ღიმილითა და უმშვენიერესი ვარდისფერი კაბით მიიპყრო. ის ამ სამოსით ეგზოტიკურ ყვავილს შეადარეს. საოცარ ჯულიას გვერდს კლასიკურ ნაცრისფერ პიჯაკსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ჯორჯ კლუნი უმშვენებდა.