თურქული სერიალების ვარსკვლავ ნესლიჰან ათაგიულს საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს.
ნესლიჰანი სტამბოლშია დაბადებული 1992 წლის 20 აგვისტოს, საკმაოდ ღარიბ ოჯახში. დედამისი ბელორუსია, მამა კი - ჩერქეზი. სწორედ კავკასიურ-სლავური გენების ნაზავია მისი არასტანდარტული გარეგნობა.
ნესლიჰანის დედა დიასახლისი იყო და შვილებს ზრდიდა, მამა კი მძღოლად მუშაობდა და დიდი გაჭირვებით არჩენდა ოჯახს.
გოგონა ჯერ კიდევ ბავშვობაში იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. დედამისმა შენიშნა ეს ფაქტი და გადაწყვიტა, ნესლიჰანის გარეგნული მონაცემები მისი მომავლის უკეთ დასაგეგმად გამოეყენებინა.
დაიწყო გოგონას სამოდელო სააგენტოებში და კასტინგებზე ტარება. პროფესიონალებს მიმართა და პორტფოლიო შეუდგინა, რომელსაც მერე დამკვეთებს უგზავნიდა. მისმა შრომამ ამაოდ არ ჩაიარა - ლამაზი გოგონა სააგენტოებმა შენიშნეს და 8 წლის იყო, როცა პირველ რეკლამაში გადაიღეს.
14 წლის იყო, როცა პირველად გადაიღეს ფილმში. პირველი როლისთვის პრემიაც მიიღო და მას მერე კინოში თამაში არც შეუწყვეტია. სკოლის დამთავრების შემდეგ სტამბოლის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე ჩააბარა.
წაიკითხეთ სრულად