მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით გახდა.
ნინო კასრაძე დათო ევგენიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გული სწყდება, რადგან სიმღერის ნიჭი არ აქვს: „ჩემი ცხოვრების მოუნელებელი ტკივილია, მე რომ არ ვმღერი. მე რომ კიდევ ვმღეროდე, ალბათ, სცენიდან ვერ ჩამომაგლეჯდით. როცა მეკითხებიან, რისი ნიჭი გინდა გქონდესო, ვამბობ, ხომ შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძო და ვიმღერო?“ - ამბობს ნინო კასრაძე.
