ყველასათვის საყვარელმა თურქმა მსახიობმა ებრუ შაჰინმა ქართულ ტელემაყურებელს თავი სერიალ "თავქარიანით" გააცნო, იგი სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი იყო. სექტემბერში ებრუ თბილისსაც ესტუმრა და გულშემატკივრებსაც შეხვდა. მსახიობი თბილისს მეუღლესთან, ჩედი ოსმანთან ერთად სტუმრობდა. ჩედი წარმატებული კალათბურთელია და ის საქართველოს დედაქალაქს ევრობასკეტის ფარგლებში ეწვია.
სოციალურ ქსელებში ხშირად აღნიშნავენ, რომ ებრუს განსხვავებული და გამორჩეული გარეგნობა აქვს, თუმცა წერენ იმასაც, რომ მას არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.

წლების მანძილზე უმშვენიერესი მსახიობი მართლაც შეიცვალა, მისი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
