„85 წლის ვხდები, მაგრამ ასაკს ვერ ვგრძნობ, გული ისევ ახალგაზრდა მაქვს“ - მედეა ლორთქიფანიძე წლების მატების შესახებ - Marao

„85 წლის ვხდები, მაგრამ ასაკს ვერ ვგრძნობ, გული ისევ ახალგაზრდა მაქვს“ - მედეა ლორთქიფანიძე წლების მატების შესახებ

2023-01-13 11:52:15+04:00


ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი „მანანა ბებო“, მედეა ლორთქიფანიძე, მალე 85 წლის ხდება, თუმცა, როგორც თავად ჟურნალ „გზასთან“ საუბარში აღნიშნავს, ასაკს ვერ გრძნობს და ცდილობს, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს:

„პირველ თებერვალს ვარ დაბადებული, რამდენიმე დღეში 85 წლის ვხდები, მაგრამ გული ისევ ახალგაზრდული მაქვს. ჩემს ასაკს ვერ ვგრძნობ და ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. როცა ვხედავ, ვინმე ცუდ გუნებაზეა, იმდენს ვიხუმრებ და ისეთ ამბებს მოვყვები, მდგომარეობიდან გამოვიყვან – ისეთი ხასიათი მაქვს.

ახალ წელს რას ვინატრებ? ალბათ, იმას, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ გაგრძელდეს. ჩემი მანანა ისე მენატრება, მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც ვითამაშო…“ - ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.