შერონ სტოუნმა პოდკასტში Table for Two თქვა, რომ მას შვილზე მეურვეობის უფლება ჩამოართვეს Basic Instinct-ში შესრულებული როლის და ფილმიდან პოპულარული სცენის გამო.

მსახიობის თქმით, 1992 წელს გადაღებულმა ფილმმა მის ცხოვრებაში აურზაური გამოიწვია.
2004 წელს, როდესაც შერონ სტოუნი ფილ ბრონშტეინს გაშორდა, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მათ ვაჟზე, როანზე, მეურვეობას მამას გადასცემდა. წყვილმა ბიჭუნა 2000 წელს იშვილა.
შერონ სტოუნმა პოდკასტის წამყვანს უთხრა, რომ მეურვეობაზე ბრძოლის პროცესში "ძირითადმა ინსტინქტმა" დიდი როლი ითამაშა.

"ფილმიდან გამომდინარე გამოიტანეს დასკვნა იმაზე, თუ როგორი მშობელი ვიყავი..."
წაიკითხეთ სრულად