საბჭოთა პერიოდის მულტფილმები, რომლებზეც უამრავი თაობა გაიზარდა, დღევანდელი ბავშვებისთვის უკვე ძალიან უცხოა.
უამრავი კრიტიკისა და ცენზურის მიუხედავად, საბჭოთა ანიმაციური ფილმები მაინც გამორჩეულად საყვარელი იყო მაშინდელი ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის.
რეჟისორ ბორის სტეპანცევის "ბიჭუნა და კარლსონი", შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული მულტფილმი, 1968 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე და ის პატარებთან ერთად, უფროსმა თაობამაც დიდი აღტაცებით მიიღო.
ზომიერად ფერხორციან სახურავის ბინადარ კაცუნაზე მულტფილმი ორ სერიად გამოვიდა: "ბიჭუნა და კარლსონი" (1968 წელი) და "კარლსონი დაბრუნდა" (1970). იგეგმებოდა მესამე სერიის გადაღებაც, თუმცა სცენარი და ლენტა, რომელიც მულტფილმის გადაღებისთვის იყო განკუთვნილი, დღემდე ინახება არქივის თაროებზე.
თუ კარგად დააკვირდებით მულტფილმს, აღმოაჩენთ საინტერესო დეტალს: ფილმის დასაწყისში, როცა ბიჭუნა გადასასვლელზე გადადის, იქვე მიმავალ ავტობუსზე ჩანს Air France-ის რეკლამა.