ბრიტანულმა გამოცემა The Daily Mail-მა გამოაქვეყნა 5 ყველაზე სექსუალური რეპლიკა, რომლებიც ცნობილი ფილმების გმირმა ქალებმა გამოიყენეს მამაკაცების მოსახიბლად. გამარჯვებულები გაცნობის ერთ-ერთი საერთაშორისო საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
1. პირველი ადგილი უყოყმანოდ ერგო ოდრი ჰეპბერნის გმირს ფილმიდან "შარადა" (1963):
"იცით, მე არ ვიკბინები... ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ამას არ მთხოვენ".
2. მეორე ადგილზე აღმოჩნდა ლორენ ბეკოლის რეპლიკა ფილმიდან "იყოლიო თუ არა" (1944):
"არაფრის თქმა არ არის საჭირო, უბრალოდ, დაუსტვინეთ... თქვენ ხომ იცით სტვენა, არა?"
3. დამსახურებული ბრინჯაო ერგო მულტიპლიკაციურ სექს-ბომბას – ჯესიკა რებიტს ანიმაციური ფილმიდან კურდღელ როჯერზე (1988):
"თქვენ არ იცით, რა ძნელია ჩემი გარეგნობის მქონე ქალის ცხოვრება".
4. მეოთხე ადგილზე გავიდა ინგრიდ ბერგმანი ფილმიდან "კასაბლანკა" (1942):
"რა არის ეს: ზარბაზნის გასროლა თუ ჩემი გულის ძგერა?"
5. და ხუთეულს ასრულებს ნატალი პორტმანის გმირის რეპლიკა რომანტიკული კომედიიდან "მეტი, ვიდრე სექსი" (2011):
"შენ გამო მუცლის გვრემა მემართება და გული მიმდის".
იხილეთ ფოტოგალერეა