ის, რომ ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი სასურველი და ვნებიანი ქალია, გამოკითხვის შედეგად უკვე რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ დაადასტურა, მაგრამ იმის გარკვევას, მიაღწევს თუ არა მსახიობი წარმატებას პორნოინდუსტრიაში, შეეცადა საიტი Xcritic.com და უფროსებისთვის ფილმების მწარმოებელი კომპანია Vivid Entertainment-ი.
იხილეთ ფოტოგალერეა
მათ დასვეს ერთადერთი კითხვა: რომელ ცნობილ მსახიობს ნახავდნენ ისინი პორნოფილმში. 38%-მა უპასუხა, რომ პორნოვარსკვლავის ამპლუაში სიამოვნებით ნახავდნენ მილა კუნისს.
მეორე ადგილი დაიკავა "ოსკარის" წლევანდელმა მფლობელმა ჯენიფერ ლოურენსმა, თუმცა მისი ნახვა პორნოფილმში შედარებით ცოტამ, 29%-მა მოისურვა.
კოლუმბიელმა მსახიობმა სოფია ვერგარამ ხმების 15% მიიღო. ანჯელინა ჯოლის კი პორნოფილმში მხოლოდ 13% ნახავდა.
დაბოლოს, რესპონდენტების 10% პორნოფილმში სიამოვნებით იხილავდა 20 წლის მომღერალსა და მსახიობს სელენა გომესს.