"ხანდახან გყავს დედა. ხან მამა გყავს. ხან მამა და მამა. ზოგჯერ კი მამები – დედები", - ამბობს მთხრობელი ახალ ანიმაციურ ფილმ Boxtrolls-ში, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც გეებისა და ლესბოსელების მიმართ ტოლერანტობის გამომხატველი ფილმი.
შემთხვევით თუ გამიზნულად, ფილმის ტიზერი სექსუალური უმცირესობის ადამიანების უფლებების დაცვის გახმაურებულ მოვლენებს დაემთხვა. აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ აღიარა ერთსქესიანი ქორწინებები და განაცხადა, რომ ოჯახი – აუცილებელი არ არის, სხვადასხვა სქესის ადამიანებისგან შედგებოდეს.
ფილმში მოთხრობილია ისტორია პატარა ბიჭუნაზე, რომელიც უცნაური არსებების ოჯახში იზრდება. "ოჯახები სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის არსებობს – სწორკუთხოვნებიც კი" – დასძენს მთხრობელი.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეების მოძრაობის აქტივისტობას. უბრალოდ, ვცდილობთ ვიყოთ ის, ვინც ვართ, - განაცხადა Laika Studios-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ტრევის ნაიტმა ფილმზე მუშაობისას. – ყველა მხატვარს აქვს საკუთარი აზრი და შეხედულება სამყაროზე. ჩვენ გვსურს გაბედული და გამორჩეული ფილმების კეთება, რომლითაც შეიძლება რაღაც გააზრებულის თქმა.
ფილმი ალან სნოუს ფანტასტიკურ-სათავგადასავლო რომანის, "აქ იყავით მონსტრების" მიხედვით არის შექმნილი. თავიანთი ხმები კი მულტფილმს ისეთმა ნიჭიერმა მსახიობებმა აჩუქეს, როგორებიც არიან ბენ კინგსლი, საიმონ პეგი და ტრეისი მორგანი.
მულტფილმი დიდ ეკრანებზე 2014 წლის სექტემბერში გამოვა. მანამდე კი ნახეთ ტიზერი.