კინო

აკრძალული ფილმები - რომელ ქვეყანაში ვერ ნახავთ ”გეიშას დღიურებსა” და ”შინდლერის სიას”?

აკრძალული ფილმები - რომელ ქვეყანაში ვერ ნახავთ ”გეიშას დღიურებსა” და ”შინდლერის სიას”?
"გეიშას დღიურებ" ვერ ნახავთ ჩინეთში. ფილმში მოთხრობილია ღარიბ, ობოლ იაპონელ გოგონაზე, რომელიც დროთა განმავლობაში გავლენიანი მამაკაცების გეიშა ხდება.
ჩინეთში გეიშებსა და მაიკოებს მეძავებად მიიჩნევენ და ფილმი ამ მიზეზით აკრძალეს, მთავარი როლის შემსრულებელი
- ჩინელი ცზი ჩუანი კი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.


"სამი მეფე" ორ ქვეყანაში - ერაყსა და ქუვეითში აკრძალეს. ფილმის სამი ამერიკელი გმირი ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება, მაგრამ დამალული ოქროს შესახებ შეიტყობენ და განძის პოვნას გადაწყვეტენ. ძიებისას
ომის შედეგად დაჩაგრულ ადამიანებს ეხმარებიან. ქუვეითი ამ ომის წინააღმდეგი იყო და ფილმი ამ მოსაზრებით აიკრძალა, ხოლო ერაყის ხელისუფლებამ არაპოლიტკორექტულად მიიჩნია ამ ფილმის თანამოქალაქეებისთვის ჩვენება.



"ინდიანა ჯონსი და ბედის ტაძარი" აკრძალულია ინდოეთში. თავზეხელაღებული არქეოლოგი სიკვდილის ქალღმერთ კალის ჯადოსნური ქვის - ამკარის მოძებნას გადაწყვეტს. ინდურ მითოლოგიასთან შეუსაბამო ფაქტების გამო თავდაპირველად ფილმიდან საჩოთირო კადრების ამოჭრა გადაწყვიტეს, მაგრამ, როცა ფილმიდან მხოლოდ ტიტრები დარჩა, საერთოდ აკრძალეს.


"შინდლერის
სია" ეკრანებზე 1993 წელს გამოვიდა. ოსკარ შინდლერი კრაკოვში ფაბრიკას ააშენებს და გეტოში მყოფ ებრაელებს დაასაქმებს, რითაც მათ დიდ ნაწილს ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩენს. ებრაელებისადმი კეთილგანწყობის გამო ფილმის მალაიზიაში ჩვენება აკრძალულია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნია
აი ესეთი საინტერესო პოსტები დადეთ რა ხშირად!
03:04 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93