კინო

"თურქი ბრედ პიტი", რომელსაც ყველა შეყვარებული ფილმში პარტნიორის გამო დაშორდა (+ ფოტო)

"თურქი ბრედ პიტი", რომელსაც ყველა შეყვარებული ფილმში პარტნიორის გამო დაშორდა (+ ფოტო)
თურქული სერიალების თაყვანისმცემლები აუცილებლად შეამჩნევდნენ "აკრძალული სიყვარულის" ვარსკვლავს, კივანჩ ტატლიტუგს.
იხილეთ ვიდეო


იხილეთ ფოტოგალერეა

მათ, ვინც გულგრილი არ დატოვა მსახიობის მომხიბვლელობამ, ალბათ, მისი რეალური ცხოვრებაც აინტერესებთ. კივანჩი თურქეთის ქალაქ ადანაში, 1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. ბავშვობიდან კალათბურთს თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც.

როცა ოჯახი სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, კივანჩის დედამ ვაჟის ფოტო სამოდელო სააგენტოს გაუგზავნა და მას მერე კალათბურთელის კარიერას მოდელის თავბრუდამხვევი ცხოვრებაც დაემატა.

2001 წელს კივანჩი მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც მოდელად დაასახელეს და მას მერე მისი ფოტოები ამშვენებს ყველაზე
ცნობილი ჟურნალების ყდებს.

რა თქმა უნდა, კინორეჟისორებსაც არ დარჩენიათ გამორჩეული გარეგნობის ბიჭი უყურადღებოდ და მის პროფესიებს კიდევ ერთი, მსახიობობაც დაემატა.

რაც შეეხება კივანჩის, "თურქეთის ბრედ პიტად" წოდებული მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც მოსალოდნელი იყო, სკანდალებით არის სავსე.

როგორც ჩვენთვის ნაცნობ სერიალში, კივანჩი ცხოვრებაშიც ქალთა გულთამპყრობელია.
კივანჩის შეყვარებულთა სიაში იყო მის მსოფლიო აზრა არკინი, რომელიც საფრანგეთში, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მუშაობისას გაიცნო. მაშინ კივანჩი მხოლოდ 19 წლის იყო, ხოლო აზრა - 21-ის.

6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, კივანჩი და აზრა 2008 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც ამბობენ, აზრამ "აკრძალულ სიყვარულში" კივანჩის პარტნიორზე, ბერენ საატზე იეჭვიანა.

2009 წელს კივანჩმა რომანი გააბა ცნობილ თურქ მომღერალსა და მსახიობთან, მელტემ ჯუმბულთან, რომელიც კივანჩზე 13 წლით უფროსი იყო.

კივანჩს მელტეც ეჭვიანობის მიზეზით დაშორდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მელტემი კივანჩს კვლავ ბერენ საატთან ურთიერთობაში სდებდა ბრალს.

შემდეგი ურთიერთობა კივანჩს თურქი ბიზნესმენის ქალიშვილთან – იდელ ფირანთან ჰქონდა. გოგონა კივანჩმა აუქციონზე გაიცნო. ისინი უნდა დაქორწინებულიყვნენ კიდეც, თუმცა ბოდრუმში დასვენების შემდეგ წყვილი გაუგებარი მიზეზის გამო ერთმანეთს დაშორდა და იდელი კურორტიდან მარტო დაბრუნდა.

შემდეგ, როგორც სერიალში ხდება, კივანჩი იტეხავს ხელს და იდელი კვლავ მასთან ბრუნდება. ისევ დაიწყო ქორწილზე საუბარი... მზადებაც დაიწყო, თარიღიც დაითქვა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა... მაგრამ ქორწილამდე 2 კვირით ადრე კივანჩმა განაცხადა, რომ არ აპირებს ცოლის მოყვანას.

რბილად რომ ვთქვათ, ყველა შოკში ჩავარდა. მეგობრები, ნათესავები, პატარძლის მამა – ყველა ცდილობდა, წყვილი შეერიგებინა, მაგრამ სამწუხაროდ, კივანჩმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ქორწილი არ იქნებოდა!

2011 წელს კივანჩმა აზრა აკარინთან აღადგინა ურთიერთობა და მას მერე წყვილი ერთად არის.

იხილეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 34 /
ეკა
ძალიან მიყვარს,ნიჭიერი და საოცარად მრავალმხრივი ადამიანია. ვუსურვვებ წარმატებას პირად ცხოვრებაში...ჩემი აზრით მას ბერენ საატი და კივანი კარგი წყვილი იქნებოდა ,ძალიან უხდებიან ერთმანეთს.
21:36 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
დიკო
კაი ტიპი კია მაგრამ ტომ კრუზი ორივეს ჯობია.
23:14 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93