"ოსკარის" ნომინანტი ფილმის, "უოლ-სტრიტის მგლის" მსოფლიო პრემიერა უკვე გაიმართა. მარტინ სკორსეზეს მორიგ გენიალურ ნაშრომს, ლეონარდო დიკაპრიოთი მთავარ როლში, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ვნახოთ, გაამართლებს თუ არა თაყვანისმცემლებისა და კინოკრიტიკოსების პროგნოზებს ფილმი. ეს 2 მარტს, "ოსკარების" გადაცემის ცერემონიალზე გაირკვევა.
აქვე შეაფასებენ სტუდია Brainstorm Digital-ის ნაშრომს, რომელმაც ფილმის ვიზუალურ ეფექტებზე იმუშავა. სწორედ მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, სად არის გამოყენებული ფილმში კომპიუტერული გრაფიკა.
ნახეთ ვიდეო და თავად დარწმუნდით, რა საოცრებების მოხდენა შეუძლია კომპიუტერულ გრაფიკას.