ლონდონში მსოფლიო "ბესთსელერის" და კინო ინდუსტრიის ყველაზე წარმატებული ფილმის "ჰარი პოტერის" უკანასკნელი პრემირა შედგა.
10 წლის წინ, როდესაც ეკრანებზე პატარა ჯადოქარი ბიჭის ისტორია გამოჩნდა, არავის ეგონა რომ ის ამხელა წარმატებას მიაღწევდა.
მილიონობით ფანი, უამრავ ენაზე თარგმნილი წიგნები, უამრავი გაყიდული ეგზემპლარი...
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ტრადიციულად ღრუბლიან ლონდონს მზე ანათებდა, მაინც იყო ცრემლების წვიმა. ტიროდნენ ფანები, ფილმის შემქმნელები, წიგნის ავტორი ჯოან როულინგი და მსახიობები.
განსაკუთრებით ემოციური იყო ემა ვოთსონის (ჰერმიონ გრეინჯერი) სიტყვით გამოსვლა, სადაც მან მადლობა გადაუხადა ყველას, განაცხადა, რომ ის იღბლიანი ადამიანი, რადგან საშუალება მიეცა ამ ფილმში მიეღო მონაწილეობა. ასევე დასძინა, რომ ის 10 წელი, რომელიც ჰარი პოტერთან ერთად გაატარა არასოდეს დაავიწყდება და ცოტა გაუჭირდება კიდეც მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება. ემამ თავისი გამოსვლა ცრემლებით დაასრულა.
აი ასე მიუახლოვდა დასასრულს ისტორია ბიჭზე, რომელიც გადარჩა, თუცმა მთავარი გმირის ჰარი პოტერის როლის შემსრულებელმა დენიელ რედკლიფმა განაცხადა, რომ არასოდეს დასრულდება ჰარის ამბავი, თუ ის ემახსოვრებათ მის გულშემატკივრებს.
ფილმი 3D ვერსიაა და საქართველოს კინოთეატრებში 14 ივლისიდან გავა.
იხილეთ ფოტოგალერეა