მგონი, არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე ქალი, რომელიც ცუდ განწყობას ფილა შოკოლადის და საყვარელი ფილმის ყურებით არ ებრძვის. როგორ გგონიათ, რატომ ვაიგივებთ ხანდახან საკუთარ თავს ჩვენს ფავორიტ კინოგმირებთან?
ალბათ, იმიტომ, რომ ნებისმიერი პერსონაჟის უკან ყოველთვის დგას მისი რეალური პროტოტიპი, რომელსაც თავის მხრივ, რომელიმე ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ასტროლოგების აზრით, ხასიათის უმთავრესი შტრიხების მიხედვით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კონკრეტული კინოგმირი ჰყავს. ხოლო ის, თუ რამდენად იპოვით მსგავსებას თავად ამა თუ იმ პერსონაჟთან, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის თქვენი "თანამეზოდიაქოვეა", უკვე მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა.
ვერძი - სკარლეტ ო'ჰარა ფილმიდან "ქარწაღებულნი"
ისევე, როგორც ლეგენდარული სკარლეტი, ვერძი ქალიც არაერთგზის ახერხებს ცხოვრებისეული სირთულეების შემდეგ ფეხზე წამოდგომას და გზის ჯიუტად გაგრძელებას. იგი ყოველთვის ოცნებობს ისეთ მამაკაცზე, რომელიც მისთვის რაღაც მიზეზით, აბსოლუტურად მიუწვდომელია, ამ დროს კი თაყვანისმცემლების არმია უკან გუნდად დასდევს, თუმცა თავად მიაჩნია, რომ სიყვარულში ბედი არ სწყალობს.
კურო -ბრიჯიტ ჯონსი ფილმიდან "ბრიჯიტ ჯონსის დღიურები"
ყოველ მორიგ ორშაბათს იგი საკუთარ თავს მკაცრ პირობას აძლევს, რომ აუცილებლად დაიწყებს დიეტას, დაალაგებს სახლს, პირად ცხოვრებას და ნერვებს. ზოგადად, იცხოვრებს ისე, როგორც ნორმალური ქალი. თუმცა ადრე თუ გვიან კუროს მოთმინების ფიალაც ივსება და ბრიჯიტ ჯონსიც იკრებს ძალას და ნებისყოფას საიმისოდ, რომ საყვარელი მამაკაცის გული მოიგოს და შეინარჩუნოს.
ტყუპი - ლორენ სკოტი ფილმიდან "ეს ნიშნავს ომს"
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ორ მამაკაცთან ერთდროულად რომანის გაბმა ამორალურად მიაჩნია, გაორებული ბუნების გამო მაინც ვერ ახერხებს მათგან საუკეთესოს და მხოლოდ ერთის არჩევას. ორივე უყვარს, თუმცა თავისებურად და ოცნებობს იმაზე, რომ მათი ერთობლივი თვისებების სინთეზის მქონე მამაკაცს შეახვედროს ღმერთმა ან უარეს შემთხვევაში, რომელიმემ მაინც მისცეს დაშორების საბაბი.
კირჩხიბი - ვიენი როშე ფილმიდან "შოკოლადი"
სამზარეულოს, ტკბილეულის და ზოგადად, სიმყუდროვის დედოფალი, თავდადებული დედა და მოსიყვარულე დიასახლისი, რომლის გამოჩენის შემდეგაც ირგვლივ სიმშვიდე და სიტკბოება ისადგურებს. იგი მზადაა, თავისი თბილი სამზარეულოს და გულის კარი მაწანწალა, მოხეტიალე რუსაც გაუღოს, რომელიც მას, თავის მხრივ, მტრებთან ბრძოლაში დაეხმარება.
ლომი - სამანტა ჯონსი სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში "
მისთვის ასაკი არ არსებობს. იგი მუდმივი ბავშვია, რომელსაც გარშემომყოფებისგან აღტაცება და თაყვანისცემა სჭირდება. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ მორიგი სასიყვარულო თავგადასავალი მთელი სიმძაფრით განიცადოს, იგი მუსულმანური სამყაროს მკაცრ კანონებსაც არ ეპუება. მისთვის ხომ მთავარია, უყვარდეს და უყვარდეთ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge