გოგონებს მოეწონებათ: საზაფხულო მინი-მობილი

გოგონებს მოეწონებათ: საზაფხულო მინი-მობილი
"მინის" შემქმნელებს რა აღარ მოუფიქრებიათ, მაგრამ ეს მაინც ყველაზე უცნაური იდეაა: Clubvan-ის ბაზაზე მინი-მობილი შექმნეს, რომელიც AUTO BILD-ის რეპორტიორმა დანიელა პემიოლერმა შეამოწმა

სიტყვები "მინი" და "კამპინგი" ერთმანეთისგან ისე შორსაა, როგორც აშშ და სირია, მაგრამ BMW-ს შვილობილი ბრიტანული კომპანია ყოველთვის ახერხებს ხოლმე ჩვენ გაოცებას - მოულოდნელი, არაადეკვატური, მაგრამ სახალისო იდეებით. ეს კი მაინც ყველაზე საოცარი იდეაა, რომელიც შეიძლებოდა პირველ აპრილსაც გამოგვექვეყნებინა: "მინიმ" მსოფლიოში ყველაზე პატარა, პრემიუმ ხარისხის სახლი-მანქანა წარმოადგინა!

თუკი 2012 წელს მხოლოდ იმით შემოიფარლნენ, რომ
საცხოვრებელი მანქანა Cowley "მინის" სტილში გადაღებეს და Contryman-ს მიაბეს, თავზე კი ყუთი დაადგეს, წელს უფრო შორს წავიდნენ - მთელი მანქანა სასტუმროს მოძრავ ნომრად გადააქციეს. ასე რომ, კომბის, კაბრიოს და კუპეს შემდეგ Mini Camper-იც მივიღეთ!


სპლიტის აეროპორტიდან ზადარამდე "მინი-მობილით" საათნახევარი ვიარე და გადაკეთებული დეტალები სალონში გზის ყოველ უსწორმასწორო მონაკვეთზე უშნოდ ჩხარუნობდა. თუმცა "მინის" პრესსამსახურის შეფმა ანდრეას ლამპკამ მითხრა, რომ "მინი-მობილის" სერიული წარმოება არ იგეგმება.

Clubvan Camper-ის ოფიციალური მისია იმაში მდგომარეობს, რომ ყველას დაუმტკიცოს: "მინისთან" ერთად ყველაფერი შესაძლებელია.

იხილეთ სტატია და ფოტოგალერეა სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93