ევროპის 10 ისტორიული და ულამაზესი ქალაქი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

ევროპის 10 ისტორიული და ულამაზესი ქალაქი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ
ევროპის ამ ლეგენდარულ, ისტორიულ ქალაქებს თავისი განუმეორებელი ენერგეტიკა, ისტორია, ცხოვრების სტილი, ატმოსფერო გააჩნიათ. გაეცანით ულამაზეს ქალაქებს, რათა კიდევ უფრო მოგინდეთ მათი მონახულება.

ფლორენცია

თავად იტალიელები მას კულტურის დედაქალაქს ეძახიან. ფლორენცია მე-15 საუკუნიდან ინარჩუნებს პირველყოფილ სილამაზეს. შუა საუკუნეების ეს ქალაქი რომანტიკულ განწყობაზე გაყენებს. იგი აღორძინების ეპოქის სამშობლოდ ითვლება. შუა სუკუნეებში ევროპის მთავარი სავაჭრო და საფინანსო ქალაქი იყო. ფლორენცია ტოსკანის რეგიონის ადმინისტაციული ცენტრია, რომელიც განთქმულია თავისი სილამაზითა და უგემრიელესი კერძებით.

ვენეცია

"ნიღბების ქალაქი", "ხიდების ქალაქი", "სიყვარულის ქალაქი",
"არხების ქალაქი" - ასე ეძახიან ვენეციას, პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს. ქუჩაში სეირნობისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ქალაქში მარტო შეყვარებული წყვილები ცხოვრობენ. რომანტიკული სეირნობისას აუცილებლად გადააწყდებით ბაროკოსა და გოთიკის არქიტექტურას. გარდა ამისა, ვენეცია მუსიკის, თანამედროვე ხელოვნებისა და ლამაზი კარნავალების ქალაქად ითვლება.

რომი

მუდმივი ქალაქი - იტალიის მესამე, დამაგვირგვინებელი ქალაქი. ყველაზე დიდებული ქალაქი. მას "მუზეუმს ღია ცის ქვეშ" ეძახიან. შეუძლებელია რომის სილამაზის, არქიტექტურის აღწერა, იგი უნდა ნახოთ, შეისუნთქოთ მისი ჰაერი, დატკბეთ მისი სილამაზით. რომი, - ქალაქი, რომელშიც ყველა გზა მიგიყვანთ.

პარიზი

ყველაზე რომანტიკული ქალაქი. მას წელიწადში ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ელეგანტური, მდიდრული, დიდებული, რომელიც ყოველ მონახულებაზე გაოცებთ კერძებით, მოდით. მისი ქუჩები ყველაზე შთამბეჭდავი თეატრია, სადაც წარმოდგენა ყოველ წუთს იცვლება. პარიზი არის ქალაქი, რომელიც რამდენჯერმე უნდა ნახოთ, რათა შეიგრძნოთ მისი განსაკუთრებული მუსიკა, სილამაზე. პოეტები, მხატვრები და მუსიკოსები დღემდე ეძახიან მას შთაგონების ქალაქს. 
პრაღა

ეს ისტორიული ქალაქი უკვე 1100 წლისაა. აქ თავმოყრილია კულტურული ღირსშესანიშნაობები, რომელთა სანახავადაც ყოველწლიურად მილიონი ტურისტი სტუმრობს ქალაქს. ძველებური მოედნები, გოთური არქიტექტურა, საფირმო ლუდსახარში სახლები, შობის აღნიშვნის კათოლიკური ტრადიცია. ასაკის მიუხედავად, პრაღა ის ქალაქია, სადაც ტურისტი არასდროს მოიწყენს.

ამსტერდამი

მისი სახელი ასე ითარგმნება - "დამბა მდინარე ამსტელზე". ულამაზესი ქალაქი, რომლის სახლები და უნიკალური შენობები წყალში აირეკლება. არხები და ხიდები ქალაქს ულამაზეს იერს ანიჭებს. ამსტრედამი არის ფესტივალების, მხატვრების, თავისუფალი ცხოვრების სტილის ქალაქი. 
ბრიუგე

ბელგიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ამ ულამაზეს ქალაქს "ჩრდილოეთის ვენეციას" ეძახიან. მისი სახელი უნდა მომდინარეობდეს ძველი ჰოლანდიური სიტყვიდან "ბრუგ", რაც ხიდს ნიშნავს. ქალაქი მდიდარია შუა საუკუნეების არქიტექტურით, მიქელანჯელოს შედევრებით, ქუჩის კონცერტებით, ლამაზი ხიდებით, სამხატვრო გალერეებით, მუსიკალური და კულინარიული ფესტივალებით. ბრიუგე უნიკალური ადგილია ესთეტებისა და გურმანებისთვის.

ბუდაპეშტი

უნგრეთის ისტორიული დედაქალაქი ევროპის უნიკალური ქალაქების სიაში საპატიო ადგილს იკავებს კულტურით, არქიტექტურით, თერმული აუზებითა და, რა თქმა უნდა, კულინარიით. 
ლისაბონი

პორტუგალიის მარგალიტი, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. აქ შეხვდებით რომაულ და გოთიკურ არქიტექტურას, ბაროკოსა და პოსტმოდერნიზმს. ქალაქს ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ, რათა დაათვალიეროთ მუზეუმები; გაისეირნოთ სკვერებსა და სანაპიროზე, ვიწრო ქუჩებსა და მოზაიკურ მოედნებზე, ყვავილებში ჩაფლულ ქუჩებში. ერთი სიამოვნებაა უნიკალური ტრამვაით მგზავრობა; ბრინჯაოს შადრევნების ხილვა.

ბარსელონა

ესპანეთის ულამაზესი ქალაქი, კატალონიის დედაქალაქი, ცნობილი გოთიკური კვარტლებითა და ანტონიო გაუდის ორიგინალური არქიტექტურით. ქალაქში მდებარეობს 7 პლაჟი და 68 დასასვენებელი და სპორტული პარკი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 19 /
ნიკა
@ სერგო ორჯონიკიძე, ან ტროლი ხარ ან სერიოზული მზის დარტყმა გაქვს მიღებული. პ.ს. ლონდონი დაიჩაგრა
20:31 / 03-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ჩამონათვალს ვეეთანხმები,მართლაც ულამაზესი ქალაქებია.მაგრმ ვენას ვერაფერი შეედრება!
13:13 / 11-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93