13 დღე, მსოფლიოს 7 საოცრება და დიაგნოზი კიბო: მოგზაურის წერილი მთელ სამყაროს

13 დღე, მსოფლიოს 7 საოცრება და დიაგნოზი კიბო: მოგზაურის წერილი მთელ სამყაროს
”12 ქვეყანა, 15 გადაფრენა, 45 ათასი კილომეტრი, 5 ღამე სასტუმროში, 1 კონფისკაციით ჩამორთმეული შტატივი, მსოფლიოს 7 საოცრება, 13 დღე. 15-მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვვარდი, მანქანის ქვეშ მოვყევი, მერე კანის კიბოს დიაგნოზი დამიდგინეს - ეს ყველაფერი ერთი თვის განმავლობაში მოხდა. 2 კვირა ვტიროდი, შემდეგ გადავწყვიტე, 13 დღეში მსოფლიოს 7 საოცრება მენახა, რადგან მე ვცხოვრობ სწორედ ახლა”.
დღე პირველი: ჩიჩენ-იცა

3 წელი ვვარჯიშობდი, რომ სიმაღლეზე ასვლა შემძლებოდა. 15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვვარდი, მაგრამ არ შევშინებულვარ. გამიჩნდა კითხვები: რის აღმოჩენას ვცდილობ,
რატომ მიზიდავს ექსტრიმი? რის დამტკიცებას ვცდილობ საკუთარი თავისთვის ან გარშემო მყოფებისთვის?

დღე მეორე: მაჩუ პიკჩუ


როგორც კინოში. მოგზაურობის პირველ კვირას ვესპეთი (პატარა მოტოროლერი) გადაადგილებისას მანქანა დამეჯახა. ერთი კვირის შემდეგ კანის კიბოს დიაგნოზი დამისვეს. სამ კვირაში უსიამოვნების სამი მოსავალი დავაგროვე.


დღე მეოთხე: იესოს ქანდაკება


ოჯახის წევრები და მეგობრები მეხუმრებოდნენ, დიდი გასაბერი ბუშტის ყიდვას და მასში ცხოვრებას მთავაზობდნენ, საფრთხე რომ არ შემქმნოდა. როცა ასეთი ცხოვრება ნათლად წარმოვიდგინე, მივხვდი, რომ მე გადავრჩებოდი.

დღე მეექვსე: კოლიზეუმი


ჩემს ცხოვრებაში (და ალბათ, არამარტო ჩემში) აღმოჩენები ტრაგედიის შემდეგ ხდება. ცხოვრებას უკვე სხვა კუთხით უყურებ. ტკივილი რადიკალურად გცვლის, სიახლეებისთვის გამზადებს.

დღე მერვე: პეტრა


საშინელი თვის შემდეგ გადავხედე ჩემს ცხოვრებას და აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი ფაქტორი, რაც ხელს შემიწყობს ცხოვრების შეცნობასა და იმის კეთებაში, რაც მსურს, თავად მე ვარ.

დღე მეთერთმეტე: ტაჯ მაჰალი


მუდამ ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ არ მაქვს საკმარისი თანხა, დრო. უამრავ მიზეზს ვპოულობდი. სინამდვილეში, მუდამ მეშინოდა ცვლილებების. მივხვდი, რომ თუ არ ავმოქმედდებოდი, ჩემს სურვილებს ასრულება არ ეწერა.

დღე მეთორმეტე: ჩინეთის დიდი კედელი


ერთადეთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ ხელიდან გავუშვი შანსი, მეკეთებინა ის, რაც მსურდა. ამ წელს ყველაფერი შეიცვალა. მე გავრისკე და მომავალშიც გავრისკავ იმისათვის, რომ ვიგრძნო, ამ ცხოვრებაში ერთადერთი რეალური თავგადასავალი თავად სიცოცხლეა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93