როდესაც ზაფხულზე ვსაუბრობთ, უმალვე ცხელი ქვიშა, ზღვის სასიამოვნო წყალი და ოქროსფერი რუჯი გვახსენდება.
მაგრამ პლაჟზეც კი შეიძლება, უსიამოვნებები გველოდოს და ნანატრი შვებულება გაგვიფუჭოს. ჩვენ მოგითხრობთ რამდენიმე ხრიკის შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ ამ უსიამოვნებების თავიდან არიდებაში.
1. ქვიშა ფეხებზე რომ არ მიგეკროთ
ჩაყარეთ ტალკი ნაჭერში და კარგად შეკარით. პლაჟიდან გასვლას რომ დააპირებთ, კარგად მოისვით ფეხებზე. ამგვარად, ქვიშა იოლად მოგცილდებათ და ნებისმიერ ფეხსაცმელს უპრობლემოდ ჩაიცვამთ.
2. მანქანის გასაღები რომ არ დაკარგოთ
მანქანის გასაღები თან რომ არ წაიღოთ და შემთხვევით ზღვაში არ ჩაგივარდეთ, უმჯობესია, შეინახოთ უკანა საბურავის ქვეშ. აიღეთ ტოტი, გაუყარეთ გასაღები და შეკარით. მოათავსეთ ბორბლის ქვეშ.
3. დაიცავით ფასეული ნივთები
ხშირად, ბანაობისას, არ იცი, სად შეინახო ფასეული ნივთები. უბრალოდ, მოათავსეთ გასაღები, ტელეფონი, საათი, საფულე და სხვ. პამპერსში ან შეახვიეთ საცვალში. ქურდს ასეთი ნივთები ნაკლებად დააინტერესებს და გვერდს აუვლის.
4. მოიცილეთ თავის ტკივილი
ყვინთვისას, წნევის ვარდნის გამო, შეიძლება თავი აგტკივდეთ, მაგრამ ამის თავის აცილების მეთოდი არსებობს: ჩაყვინთვამდე მოიჭირეთ ცხვირზე, მოკუმეთ პირი და შექმენით წნევა ჰაერით 5-10 წამით. შემდეგ ღრმად შეისუნთქეთ და გაიმეორეთ ორჯერ. ორგანიზმი მიეჩვევა და თავი აღარ აგტკივდებათ.
5. ტელეფონის ნესტისგან დაცვა
ტელეფონის ქვიშისგან ან ნესტისგან დასაცავად, მოათავსეთ იგი zip-ჩამკეტ პარკში, საწრუპავის მეშვეობით ამოტუმბეთ ჰაერი - წყალგაუმტარი დამცავი მზად არის!
6. თუ ყურები გაგეჭედათ
ცურვი შემდეგ თუ ყურებიდან წყალი მოიშორეთ, მაგრამ მაინც გაჭედილია, უნდა აღდგეს შიდა ყურის წნევა. აიღეთ ჩვეულებრივი ბუშტი, მოიჭირეთ ცხვირი და დაბერეთ ბუშტი. ყურები უმალვე გათავისუფლდება.
7. სწრაფი გამაგრილებელი სასმელი
პლაჟზე წასვლამდე, შეავსეთ ბოთლი 1/3 წყლით და მოათავსეთ საყინულეში. მზეზე ყოფნისას, როცა მოგწყურდებათ, ჩაასხით ამ ბოთლში ნებისმიერი სასმელი, სწრაფად გასაგრილებლად.
8. ქვიშისგან და ნესტისგან ტელეფონის დაცვა
კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი: შეახვიეთ ტელეფონი საკვების თხელ ცელოფანში.
9. გაყინული ალოე დამწვრობის წინააღმდეგ
ალოე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში ეხმარება. გაყინეთ ყინულის ფორმებში ალოე ვერას გელი, ან დაწურეთ ალოეს წვენი. დამწვრობისას წაისვით კანზე. ამგვარად, ტკივილსა და ქავილს გაიყუჩებთ და კანი სწრაფად აღდგება.
10. ქვიშა რომ არ მიეკრას
ბოთლს ქვიშა რომ არ მიეკრას, მოათავსეთ ქაღალდის ჭიქაში.