ის, რაც ლიბანის შესახებ უნდა იცოდეთ, სანამ მოგზაურობას გადაწყვეტთ

ის, რაც ლიბანის შესახებ უნდა იცოდეთ, სანამ მოგზაურობას გადაწყვეტთ
მაშინ, როცა ჩემ მიერ დაგეგმილ ჩინეთის ტურამდე კიდევ ერთი თვე რჩებოდა, ირანამდე ორ თვეზე მეტი, მე კიდევ – მოგზაურობის წყურვილით შეპყრობილი – ვერც ვხვდებოდი, რა წყალში გადავვარდნილიყავი, "ფეისბუქზე" ბეირუთის ტურზე შემოთავაზებას გადავაწყდი.


პირველი, რაც გავიფიქრე, იყო შემდეგი:

რამდენად უსაფრთხოა
რამდენად თანამედროვეა, მილიონი შეზღუდვის მქონე – ირანიც საკმარისი იყო
რამდენად დიდი დრო დამეხარჯება ჩასვლაზე.
ინფორმაცია კარგად გადავალაგე, რეკომენდაციებიც გამოვითხოვე და წასვლა გადავწყვიტე. 400-500 დოლარის ფარგლებში, 5-6-დღიანი ტური სხვა შემთხვევაში, ალბათ, მხოლოდ თურქეთში ან ეგვიპტეში მომივიდოდა. მრავალგზის გადაღეჭილი
ევროპაც კი – ივლისის პერიოდზე საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.


ბევრი არ მიფიქრია, ვინ უნდა წამეყვანა, დიდი ხანია გეგმაში მქონდა დედასთან ერთად მოგზაურობა, ჩვენი ბოლო თურქული ვოიაჟიდან ორი წელი იყო გასული, არადა, ტრადიციის და ლეგენდების მიხედვით, მინიმუმ წელიწადში ერთხელ – დედასთან ერთად მოგზაურობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

მოკლედ ვეცდები შეგიჯამოთ რჩევები, რაც უნდა იცოდეთ, რომ ლიბანში საოცარი მოგზაურობა მოიწყოთ:

პირდაპირი ფრენები აქვთ, 2 საათში ჩადიხარ და თვითმფრინავიც ძალიან კომფორტულია. ავიაკომპანიას Wings of Lebanon ჰქვია
უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მთავარია, ისრაელში არ ვიყოთ ნამყოფები ან ვიზა არ გვიჩანდეს მათი
ფასები, რაც გადავამოწმე – ვოიაჟერია პირდაპირი პარტნიორი და ყველაზე კარგი ფასები მან გვითხრა. ღამის ცხოვრება აქვთ უმაგრესი, ყველაზე განვითარებული და თავისუფალი მოსახლეობის ნახევარი ქრისტიანია, მეორე ნახევარი სუნიტი, არავითარი რადიკალიზმი და ფანატიზმი. უსაფრთხოება: ადგილზე ჩასვლის პირველივე წუთებიდან ნახავთ, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად უსაფრთხოა.
აქ ყველაფერია: მთაც, ზღვაც, კარგი საკვებიც, ღამის ცხოვრებაც, ტყეც, მღვიმეები, წყალში გამოჭიმული კლდეები, მეგობრული ადამიანებიც, ნანგრევებიც, ისტორიული ძეგლები და უძველესი მონასტრებიც. მოკლედ, ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.


ადგილზე ტურების დასაგეგმად, Nakhal-ს უნდა მიმართოთ. სამი დღის განმავლობაში სამი განსხვავებული ტური დავგეგმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩასვლამდე შეიძლება ტურების დაგეგმვა, ვოიაჟერის დახმარებით.


ორი სასტუმროა, რომლების ვერანდებზეც ყავა მაინც უნდა დალიოთ, იმდენად მაგარია ორივე: Four Seasons Hotel Beirut და Mövenpick Hotel & Resort Beirut


აუცილებლად სანახავი ადგილები: eita, Byblos, Harissa, Cedars, Becharreh, Kozahaya, Baalbeck, Anjar and Ksara – "გუგლში" შეგიძლიათ სათითაოდ ნახოთ, რა რა არის და აარჩიოთ გემოვნების მიხედვით.
ფრენა 300 დოლარამდე ჯდება, პირდაპირია, როგორც ზემოთ ვახსენე.
საერთოდ არ არიან ქართველები, შესაბამისად, თქვენი თავისუფლების დონე კიდევ უფრო გაიზრდება, ბოლომდე სხვა ქვეყანაში იგრძნობთ თავს.

სამზარეულო აქვთ საოცარი – ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გახდა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ.
ადამიანები კარგად გამოიყურებიან, თან მეგობრულებიც არიან და გემოვნებიანებიც. თავისუფლად შეიძლება მცირემეტრაჟიანი ლიბანური „ლავ სთორიც“ გადაგხდეთ. ყველა გამვლელმა იცის მინიმუმ ინგლისური და ფრანგული, ვერსად დაიკარგებით.
ქვეყანა პატარაა და ერთი სანახაობიდან მეორემდე მისვლაც მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.

მოკლედ, იმედი მაქვს, სურვილი გაგიჩინეთ ამ ულამაზეს ადგილას მოგზაურობის. თქვენს შთაბეჭდილებებსაც სიამოვნებით მოვისმენ, ისევე, როგორც ვუპასუხებ შეკითხვებს ლიბანთან დაკავშირებით.



დამიჯერეთ, არ ინანებთ!

გურამ შეროზიას ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93