ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ფესტივალ "თბილისის რიტმის" ფარგლებში საქართველოს ეწვევა

ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ფესტივალ "თბილისის რიტმის" ფარგლებში საქართველოს ეწვევა
დედაქალაქის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარს ხელოვნების კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალი შეემატა: „თბილისის რიტმი“, რომლის ოფიციალური წარდგენა გაიმართა 2017 წლის 24 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში პროექტით „მარე ნოსტრუმ“ - ვირტუოზი მუსიკოსების: იტალიელი მესაყვირის, პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის, რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის, იან ლუნდგრენის მონაწილეობით.

წელს, 12 ივნისს, ფესტივალს გახსნის ჯაზის "ამომავალი ვარსკვლავის" ჯილდოს მფლობელი, 18 წლის ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად. 23 ივნისს, ფესტივალს დახურავს "ნიაზ დიასამიძე 33 ა" თბილისის საკონცერტო დარბაზში.

ფანკ-ფიუჟენის, ჯაზის,
როკისა და ინსტრუმენტალური პოპ-მუსიკის ვირტუოზის - ტომ იბარას ტალანტი აღიარეს მსოფლიოში ცნობილმა ჯაზმენებმა: მარკუს მილერმა, რიჩარდ ბონამ, დიდიე ლოკვუდმა და სილვენ ლუკმა.

2016 წელს სენტ-ემილიონის ფესტივალზე მარკუს მილერის ბენდთან ერთად გამოსვლა გახდა ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ტომ იბარას მუსიკალურ ცხოვრებაში.

ტომ იბარა მსმენელის წინაშე წარდგება რეპერტუარით ახალი ალბომიდან "Sparkling".

ფესტივალის ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია "თაგის არტი", რომლის მეშვეობით საქართველო გაიცნო არაერთმა დიდებულმა მუსიკოს-შემსრულებელმა. მათ შორისაა: სეზარია ევორა, რიშარ გალიანო, არტურო სანდოვალი, გონსალო რუბალკაბა, დეივ დაგლასი, ჰირომი, დიდიე ლოკვუდი, ბირელი ლაგრენი, ანიელო დესიდერიო, „გოტან პროჯექტი“, ხოაკინ კორტესის ესპანეთის ფლამენკოს დასი და სხვა.

ფესტივალის დანიშნულებაა საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოს-შემსრულებელთა კონცერტების ორგანიზება საქართველოში, ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე და შემოქმედებითი ერთობლივი პროექტების რეალიზება.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93