„ახალ წელს კვიპროსში 135 ლარად გავფრინდი“ - როგორ დავისვენოთ იაფად

„ახალ წელს კვიპროსში 135 ლარად გავფრინდი“ - როგორ დავისვენოთ იაფად
მოგზაურობაზე ოცნება ბავშვობიდან იწყება, თუმცა უკვე ზრდასრულები თაროზე შემოვდებთ ხოლმე ამ ოცნებას და ველოდებით, როდის გავმდიდრდებით, რათა თავს ამის უფლება მივცეთ. არადა, ბოლო დროს ევროპაში მოგზაურობა საერთოდ აღარ ითვლება ფუფუნებად.

ჩვენი რუბრიკის შემდეგი სტუმარი სალი შონიაა, რომელმაც marao.ge-ს მოგზაურობის ოქროს წესები გაუზიარა და თავგადასავლები უამბო.

მოგზაურობა პატარა ასაკში დავიწყე. პირველად ოჯახთან ერთად გავფრინდი რუსეთში. ეს უფრო საოჯახო ვიზიტი იყო, თუმცა მაშინ პირველად დავათვალიერე ტურისტულად რამდენიმე ქალაქი. დაახლოებით 30-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძირითადად, ევროპულში, თუმცა აზიის
ათვისება დავიწყე ორი წლის წინ.


ამ სეზონზე სად შეგვიძლია იაფად დასვენება?

ყველაზე იაფად მაინც ევროპაშია შესაძლებელი დასვენება, რადგან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ფრენები ძალიან გაიაფდა. არის გამორჩეულად იაფიანი ქალაქები. ჩემი გამოცდილებით, ესენია ბერლინი, ვარშავა და ბუდაპეშტი.
ყველაზე იაფად შეგიძლიათ იქირაოთ აპარტამენტები airbnb.com-ზე. როგორც მთლიანად აპარტამენტი, ასევე ცალკე ოთახიც კი, რაც ძალიან ეკონომიურია.

ყველაზე იაფად, 500 ლარად ბერლინში მიმოგზაურია. თანხაში შედიოდა როგორც ორმხრივი ფრენა, ისე აპარტამენტი. ეს იყო ჯგუფური ტური. 8 მოგზაური წავედით და სწორედ ამის ხარჯზე აპარტამენტის თანხა გამოგვივიდა თითოს 50 ევრო სრულ სამ ღამეზე. ასევე ტურით წავედი აია ნაპაზე. ფრენა - 135 ლარი, ვილა თითოზე 50 ევრო დაგვიჯდა. აქაც სრული 3 ღამე, თან ახალ წელს. ანუ ჯამში კვიპროსი დაჯდა ორმხრივფრენიან-ცხოვრებიანად 285 ლარი.


გირჩევთ, მუდმივად ადევნოთ თვალი ბილეთების ფასებს. ასევე, თუ იყიდით ჯგუფურად, არის ფასდაკლება და რაც იაფი ფრენის მთავარი და ოქროს წესია, ბილეთები უნდა შეიძინოთ რამდენიმე თვით ადრე. აი, მაგალითად, შრი-ლანკის ბილეთი "ყატარის ავიახაზებზე", რომლითაც ვიმგზავრეთ, ერთი მგზავრისთვის ბილეთის ფასი 2250 ლარს შეადგენდა, ხოლო 5 თვით ადრე ჯგუფურად შევიძინეთ თითომ 960 ლარად.

უცნობი, საინტერესო და იაფი ქალაქი ან სოფელი, რაც ნახეთ?

პოლონეთშია ეგეთი ქალაქები და სოფლები, იაფი. კონკრეტულად ერთს ვერ გამოვყოფ.


ყველაზე უცნაური ისტორია, რომელიც საზღვარგარეთ გადაგხდათ თავს?

მიუხედავად მოგზაურობის დიდი გამოცდილებისა, 2-ჯერ დავაგვიანე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეისზე და 2-2 დღით ჩავრჩი ბერლინში და ლარნაკაზე. უცნაური განსაკუთრებულად არაფერი, საკმაოდ ორგანიზებულად ვმოგზაურობთ მეც და ჩემი მეგობრებიც.

შარშან ბერლინში გავიცანი ჩემი შეყვარებული, ქართველი, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში და რომ არა ის მოგზაურობა, ვერც გავიცნობდი.

რა უნდა გავითვალისწინოთ საზღვარგარეთ შოპინგის დროს?

პარიზი არის უკიდეგანოდ ძვირი. ყველაზე იაფი ისევ ბერლინი და ვარშავაა. ბევრი აუთლეტია.





ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა 600 ლარად - ქართველი მოგზაურის უცნაური თავგადასავალი


რჩევები ქართველი მოგზაურისგან, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა

5 ქვეყანა საუკეთესო მაჩვენებლებით, სადაც მშობელს ბავშვის აღზრდის სურვილი ნამდვილად გაუჩნდება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
დათო
კვიპროსზე ოქტომბერში 30 ლარად გავფრინდი..წელიწადის ამ დროს ლარნაკა შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია
17:49 / 28-07-2018
გამოხმაურება / 0 /
მიხო
ბოლო სურათებში იგრძნობა ვინმე ქალბატონი სალის უკომპლექსობა და ლტოლვა თავისუფლებისაკენ.
12:43 / 28-07-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93